მოლდოვას შს მინისტრი რეფორმების გატარებაში სააკაშვილს დახმარებას სთხოვს
ფოტო: Gleb Garanich / Reuters
მოლდოვას ახალი მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროში გასატარებელი რეფორმებისთვის საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დახმარებას სთხოვს. 11 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა მოლდოვურ არხთან, TV8-სთან ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ოლიგარქიულ მმართველობაზე ისაუბრა. გადაცემის სტუმარი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი მაია სანდუც იყო.
"ის რაც თქვენ გააკეთეთ, რეალურად ისტორიული გარღვევაა. არამხოლოდ მოლდოვასთვის, არამედ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ბელარუსისთვის, ყველასთვის, სადაც ოლიგარქების პრობლემა არსებობს. ის, რაზეც ჩვენ ჩურჩულით ვსაუბრობდით, თქვენ ხმამაღლა თქვით, რომ ქვეყანა ოლიგარქმა ჩაიგდო ხელში... ბევრი ქართველისთვის მოლდოვაში განვითარებული მოვლენები იმედის მომცემია, რადგან აჩვენებს, რომ შესაძლებელია იმაზე ხმამაღლა საუბარი, რომ ქვეყანა ოლიგარქების ტყვეობაშია, რომ შესაძლებელია მათი თავიდან მოშორება", — აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
გადაცემის წამყვანმა პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მოლდოვას ვიცე-პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი, ანდრე ნესტასე რეფორმებისთვის სააკაშვილის გუნდს დახმარებას სთხოვს. სააკაშვილის თქმით, ისინი მუდამ მზად არიან დახმარება გაუწიონ მოლდოვას, თუმცა მაია სანდუს რეფორმების გატარებისთვაში დიდი გამოცდილება აქვს.
"მადლობა, მაგრამ ჩვენ მაინც გვჭირდება თქვენი დახმარება", — უპასუხა მოლდოვას პრემიერმა სააკაშვილს.
მოლდოვაში ახლა პოლიტიკური კრიზისია. 9 მოლდოვაში საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის მიერ ახალი სპიკერის არჩევა და მთავრობის კაბინეტის დამტკიცება, რომელსაც პრეზიდენტი იგორ დოდონი მხარს უჭერს, არაკონსტიტუციურად ცნო.
გარდა ამისა, სასამართლომ დოდონი პრეზიდენტობას დროებით ჩამოაშორა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, დოდონმა დაარღვია კონსტიტუცია, რადგან ვადის ამოწურვის შემდეგ პარლამენტი არ დაშალა.
მინისტრთა ახალ კაბინეტს 8 ივნისს პარლამენტის საგანაგებო სხდომაზე დაუჭირეს მხარი. მინისტრთა კაბინეტი დოდონის პრორუსულმა სოციალისტურმა პარტიამ და პროევროპულმა ოპოზიციურმა ალიანსმა, ACUM-მა დააკომპლექტეს. კაბინეტის ხელმძღვანელი გახდა მაია სანდუ ACUM-დან, ხოლო სპიკერი — ზინაიდა გრეჩნაია სოციალისტური პარტიიდან.
უჩვეულო პოლიტიკური გაერთიანების შექმნას პარტიები იმით ხსნიან, რომ სურთ ძალაუფლებას ჩამოაშორონ მმართველი დემოკრატიული პარტია, რომელსაც მოლდოვას ყველაზე მდიდარი ადამიანი, ვლადიმერ პლახოტნიუკი ხელმძღვანელობს. ACUM-ში ამბობენ, რომ პლახოტნიუკმა ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას ძალა არ აქვს, რადგან მთავრობის ფორმირებისთვის გამოყოფილი ვადა ამოიწურა. პრეზიდენტის მოვალეობას დოდონის ნაცვლად მოქმედი პრემიერი პაველ ფილიპი შეასრულებს.
დოდონმა და მინისტრებმა საკონსტიტუციო მოსამართლეები პლახოტნიუკთან კავშირში დაადანაშაულეს. პაველ ფილიპმა კი განაცხადა, რომ არ აღიარებს ახალი მინისტრთა კაბინეტის უფლებამოსილებას და მათთვის ძალაუფლების გადაცემას არ აპირებს.
საპარლამენტო არჩევნები მოლდოვაში 24 თებერვალს ჩატარდა. სოციალისტურმა პარტიამ 35 მანდატი მოიპოვა, დემოკრატიულმა პარტიამ — 30, ხოლო ბლოკმა ACUM-მა — 26. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა პაველ ფილიპმა პარლამენტი უკვე დაშალა და ვადამდელი არჩევნები 6 ივნისს დაინიშნა.
ევროკავშირი მოლდოვაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კანონიერად მიიჩნევს მოლდოვას ახალ მთავრობას და მზადაა მასთან ითანამშრომლოს. ამის შესახებ ფედერიკა მოგერინიმ და იოჰანეს ჰანმა განაცხადეს.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს ბრალდება წარუდგინა — მას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა
კომენტარები