რა შევიძინოთ ფესტივალზე – 10 ახალი წიგნი სკოლის მოსწავლეებისათვის
ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მაისის ბოლო საუკეთესო დროა წიგნების შესაძენად, რადგან წინ ცხელი ზაფხული და გრძელი არდადეგები გველის. 30 მაისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იხსნება და ოთხი დღის განმავლობაში გამომცემლობები ფასდაკლებებითა და საინტერესო სიახლეებით შეხვდებიან მკითხველებს. როგორც ყოველთვის, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ამჯერადაც საინტერესო სიახლეებს გვთავაზობს:
1. "საიდუმლო შვიდეული: გაიცანით საიდუმლო შვიდეული (წიგნი 1)" - ენიდ ბლაიტონი
ენიდ ბლაიტონის ცნობილი სერიის პირველი წიგნი მკითხველს მაისის ფესტივალზე დახვდება. "ს.შ." – ეს საიდუმლო შვიდეულის ინიციალებია. შვიდეულს საკუთარი ემბლემა და პაროლიც აქვს. ბარბარას, პემს, ჯეკს, კოლინს, ჯორჯს, ჯანეტსა და ორგანიზაციის მეთაურ პიტერს საგამოძიებო საქმეები არასოდეს ელევათ. საიდუმლო დაჯგუფებაც ხომ სწორედ ამისთვისაა!
მთარგმნელი: გიორგი რობაქიძე
რედაქტორი: ლელა ტუღუში
ასაკი: 7-10
2. "ცნობილი ხუთეული: მოხეტიალე ცირკის კვალდაკვალ (წიგნი 5)" - ენიდ ბლაიტონი
ზაფხული დადგა და ცნობილ ხუთეულს ახალი თავსატეხი გაუჩნდა: სად გაატარონ არდადეგები ისე, რომ ერთადაც იყვნენ და კარგადაც გაერთონ. უეცრად გზაზე მოხეტიალე ცირკის ქარავანმა ჩაიარა და ჯორჯს შესანიშნავი აზრი დაებადა – ფურგონი ხომ არ დაიქირავონ და სამოგზაუროდ წავიდნენ? ეს აზრი, რა თქმა უნდა, ყველას მოეწონა, არც მშობლებს უთქვამთ უარი და ცნობილი ხუთეული – ჯულიენი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი – ახალი თავგადასავლის საძიებლად გაეშურა!
მთარგმნელი: გია ბერაძე
რედაქტორი: ლელა ტუღუში
ასაკი: 8-12
3. "ყაჩაღის ასული რონია" – ასტრიდ ლინდგრენი
"მოსწავლის ბიბლიოთეკას" ასტრიდ ლინდგრენის კიდევ ერთი წიგნი შეემატა. შვედების უსაყვარლესი გმირი რონია არც ქართველ მკითხველს ტოვებს გულგრილს. ეს წიგნი დიდსა თუ პატარას აფიქრებს სიყვარულზე, თავდადებაზე, მორალზე, ბუნების ამოუცნობ ძალაზე... მთავარი გმირი, მამაცი და უშიშარი რონიაა, თუმცა რონიას გარდა მკითხველი გაიცნობს ბირკს, მატისს, ბორკას, ლუვისს, სკალე პერს და კიდევ არაერთ საინტერესო, დაუვიწყარ პერსონაჟს.
მთარგმნელი: თამარ ჩიქოვანი
რედაქტორები: მაკა ელბაქიძე, ლეილა ბერიაშვილი, თამარ გავაშელიშვლი
4. "ავრორა Z კორპუსიდან" – ანე-კატარინე ვესტლი
ბევრს დღესაც ახსოვს 1976 წელს გამოცემული "გოგონა ავრორა "ც" კორპუსიდან". ეს სწორედ იმ წიგნის გაცოცხლებული გამოცემაა, ამჯერად ორიგინალური, ნორვეგიული ენიდან თარგმნილი. ჭკვიანი, საქმიანი და კეთილი ავრორა მაღალ კორპუსში დედ-მამასთან და ჩვილ ძმასთან ერთად ცხოვრობს. გოგონას დედა მთელ დღეს სამსახურშია, ამიტომ ავრორა და მისი მამა პატარა ძამიკოს უვლიან. მათთან ერთად რთულია მოიწყინო და წესით, არც პატარა მკითხველები მოიწყენენ.
მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე
რედაქტორი: ლელა ტუღუში
5. "ექიმ დულიტლის თავგადასავალი" – ჰიუ ლოფტინგი
ექიმი დულიტლის პერსონაჟი ბევრს კინოფილმებიდან ახსოვს, თუმცა ეს ცნობილი და კეთილი ექიმი ბავშვებმა პირველად 1920 წელს გაიცნეს, როცა ჰიუ ლოფტინგის საბავშვო კლასიკად აღიარებული წიგნი გამოიცა. საქართველოში დულიტლზე მეტად ექიმი "აიბოლიტი" გახდა ცნობილი, რომელიც 1936 წელს სწორედ "დულიტლის" მიხედვით დაწერა კორნეი ჩუკოვსკიმ. თუმცა ჰიუ ლოფტინგის წიგნი არაფრით ჩამოუვარდება ჩუკოვსკის ზღაპარს და შეიძლება თამამად ითქვას, დიდ მხიარულებას ჰპირდება პატარებსა და მათ მშობლებს.
მთარგმნელი: მაია წითაძე
რედაქტორი: ლელა ტუღუში, ილუსტრატორი: ვარლამ ჯმუხაძე
6. "ტუვა გლიმერდალიდან" – მარია ფარი
"მოსწავლის ბიბლიოთეკას" მარია ფარის – კიდევ ერთი წიგნი შეემატა! მარია ფარს ხშირად ადარებენ ასტრიდ ლინდგრენს და არცთუ უსაფუძვლოდ: მის წიგნებში მოთხრობილი კეთილი, მხიარული და ხიფათიანი ამბები აუცილებლად გაგახსენებთ ცნობილ შვედ საბავშვო მწერალს. ცხრა წლის ტუვა ნორვეგიის მთიან სოფელში ცხოვრობს, სადაც თოვლი მუდამ უხვადაა და ტუვაც ციგებითა და თხილამურებით უმაღლესი მწვერვალებიდან უშიშრად ეშვება. ტუვას საუკეთესო მეგობარი, გუნვალდიც ჰყავს, მაგრამ ზოგჯერ მაინც დარდობს, რომ სოფელში მის გარდა სხვა ბავშვი არ ცხოვრობს. თუმცა ერთ დღეს ყველაფერი იცვლება, რადგან გლიმერდალში სამი ბავშვი ჩამოდის...
მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე
რედაქტორი: ლელა ტუღუში
7. "ნოემბრის მიწურულს” – ტუვე იანსონი
მუმინების ცნობილ ოჯახს და მათ მეგობრებს უკვე კარგად იცნობს ქართველი მკითხველი. ეს წიგნიც ამ საოცარი, კეთილი ოჯახის შესახებაა, მაგრამ სერიის სხვა წიგნებისგან განსხვავდება და თუ რატომ, ამას კითხვისას შეიტყობთ. ცნობილი ფინელი მწერლის – ტუვე იანსონის – წიგნები სრულიად ახალ, ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურებს, რომელიც, ერთი შეხედვით, საერთოდ არ ჰგავს ჩვენსას. თუმცა მისი შემოქმედება სწორედა ადამიანური სწრაფვების, სევდისა თუ სიხარულის შესახებაა და ნებისმიერი ასაკის მკითხველს უდიდეს სიამოვნებას ჰპირდება.
მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე
რედაქტორი: ნინო ილაშვილი
8. "15 წლის კაპიტანი" – ჟიულ ვერნი
"მოსწავლის ბიბლიოთეკა" მთელ მსოფლიოში უამრავი თაობის საყვარელი მწერლის – ჟიულ ვერნის – კიდევ ერთ რჩეულ ნაწარმოებს გვთავაზობს. დიკ სენდი ყველაზე მამაცი კაპიტანია ამქვეყნად. თუმცა, სანამ კაპიტანი გახდებოდა, ის იუნგად მსახურობდა ვეშაპებზე მონადირე ხომალდზე, კაპიტნისა და მეზღვაურების ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ კი გემის უფროსობა ითავა. უკვე კაპიტან დიკს არაერთი ფათერაკი გადახდება თავს ჯერ ოკეანეში ცურვისას, შემდეგ – აფრიკის სავანაში ხეტიალისას, სადაც მოღალატეთა "წყალობით" აღმოჩნდება. ეს არის წიგნი, რომელიც გვარწმუნებს, რომ სიკეთე, თავდადება და სიმამაცე მარადიული ფასეულობებია.
მთარგმნელი: იათამზე კოტეტიშვილი
რედაქტორი: ნინო ილაშვილი
9. "მიწისქვეშელები: ქვიშის საათი (წიგნი 2)" – ჯენიფერ ბელი
აივისა და სების ჯადოსნური თავგადასავალი გრძელდება... ლანდინორში ისევ უცნაური ამბები ტრიალებს, მიწისქვეშელები საფრთხეში არიან... ავბედითი ნიშანი ბავშვებს თითქოს ფეხდაფეხ დასდევს. აივი და სები კვლავ ბნელით მოცულ გამოძიებაში ერთვებიან და უჩვეულო, მაგრამ ერთგული მეგობრის, ველიანის დახმარებით ცდილობენ, კიდევ ერთხელ დაამარცხონ მრუმეები. რის თქმას ცდილობს მბოლავი ქვიშის საათი ან რა ბედი ეწევათ გვაროვნებს? ამ ყველაფერს ჯენიფერ ბელის ტრილოგიის მეორე წიგნიდან შეიტყობთ.
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
რედაქტორი: ელენე ბერიაშვილი
ასაკი: 8-12
10. "მკითხველის დღიური"
და ბოლოს, იმისათვის, რომ წაკითხული წიგნები დავიწყებას არ მიეცეს, გირჩევთ, წიგნის ფესტივალიდან ეს დღიურიც გააყოლოთ ხელს. ფერადი და მხიარული დღიური დაეხმარება ბავშვებს, საყვარელ წიგნებს ერთად მოუყარონ თავი, ადვილად გაიხსენონ მათი სიუჟეტი, პერსონაჟები ან ციტატები. "მკითხველის დღიური" ნამდვილად საუკეთესო თანამგზავრია წიგნების მოყვარულთათვის!
ასაკი: 8+
-
ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა ქალისა და კაცის იმუნური სისტემა განსხვავდება, მაგრამ არა ისე, როგორც გვეგონა
გადახედვა
-
პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა პლანეტის დათბობასთან ერთად პეპლები გადაადგილდებიან — ახალი კვლევა
გადახედვა
-
მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი? მიკროდრამები — როგორ ჩაითრია 2-წუთიანმა სერიალებმა მილიონობით ადამიანი?
გადახედვა
-
ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს ოკუპირებული ცხინვალი ახალგორელებისთვის ე.წ. საზღვარის კვეთის წესებს ამარტივებს
გადახედვა
-
მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს მარნეულში საწვავის ფასის თვითნებურად გაზრდის საქმეზე გაზის კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
გადახედვა
-
იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი იავნანა — ქართული ენის პირველი გაკვეთილი ბულბულის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი
-
ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი ირაკლი ყანდაშვილი შსს-ს მოუწოდებს, დადიანიძის ოჯახის ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესთან დაკავშირებული განცხადებები იყოს ზედმიწევნით ზუსტი
გადახედვა
-
25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ! 25 აგვისტოს სითი მოლში ექსკლუზიური ქეშბექი გელოდებათ!
-
ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია ასტრონომებმა "მეგა-დედამიწა" აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენი პლანეტასავით კლდოვანია
გადახედვა
-
ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოში ჩინეთის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა
გადახედვა
-
"ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე "ვინ არის მარია ზახაროვა?" — შარმანაშვილი რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება რუსეთის მოქალაქეს 4 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ" შემოჰქონდა — ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება
გადახედვა
-
ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს ფლორიდაში მარჯნის რიფის აღდგენისთვის 1,5 მილიონზე მეტი მარჯნის ემბრიონი გამოიყვანეს
გადახედვა
-
Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება Swift-ის გადარჩენა ვერ მოხერხდა — კოსმოსური ტელესკოპი დედამიწაზე ჩამოვარდება
გადახედვა
-
ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი ზახაროვა: ანტირუსული გამოვლინებები საფუძვლიანად უნდა იქნეს გამოძიებული, დამნაშავეები — დასჯილი
გადახედვა
-
ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს ახალი კვლევა ჰომოს გვარის საზღვრებისა და კლასიფიკაციის გადახედვას გვთავაზობს
გადახედვა
-
"მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს "მონიტორინგი გაუწიეთ სოციალურად დაუცველთა "ბაზის გაწმენდას" — თეონა ჭალიძე სახალხო დამცველს
გადახედვა
-
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებაზე ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი ცნობილია, სად გაიყიდება სასკოლო ფორმები — მისამართების ჩამონათვალი
გადახედვა
-
კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე კახა კალაძე: 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე
გადახედვა
-
სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს სააკაშვილი გილაურს ენმ-ის დაშლის მცდელობაში ადანაშაულებს — ჯაფარიძე მის ბრალდებებს "უსინდისო ტყუილს" უწოდებს
გადახედვა










კომენტარები