5 ქართველი პოლიტიკოსი GOT-ის ფინალს აფასებს
ფოტო: კოლაჟი / On.ge
ყველასათვის საყვარელი სერიალი სამეფო კარის თამაშები დამთავრდა და როგორც სერიალების მოყვარულ სხვადასხვა ჯგუფებში, ასევე ჩვენს რედაქციაშიც შავი ღრუბელი ჩამოწვა. ახლა ჩვენც თქვენთან ერთად ვცდილობთ, რომ დანაკლისი შევივსოთ და ამ საკითხზე საუბარს ჯერჯერობით თავი არ დავანებოთ.
სამეფო კარის თამაშები რომ საყოველთაო მასშტაბების მქონე შოუდ ჩამოყალიბდა, ეს საკამათო ნამდვილად არ არის. მწერალ ჯორჯ მარტინისა და HBO-ს თანამშრომლობამ ტელევიზიის ისტორიაში უპრეცედენტო შედეგს მიაღწია. ეს საგა უკვე თანამედროვე პოპკულტურის ღირსეული შემადგენელი ნაწილია და გავლენა მოახდინა არამხოლოდ ტელეინდუსტრიაზე, არამედ ინტერნეტის მოხმარების კულტურაზე, ჟურნალისტიკაზე, რიგითი ადამიანების პოლიტიკურ აზროვნებასა და ცხოვრების სტილზე.
სერიალში განვითარებულ მოვლენებს დიდი ენთუზიაზმით განიხილავდნენ მსოფლიო პოლიტიკაშიც. ამ პროცესს არც საქართველო გამოკლებია. ჩვენი პარლამენტის ტრიბუნიდან სერიალის-ერთ-ერთი მთავარი გმირის, ტირიონ ლანისტერის სახელიც კი გაისმა.
ჩვენ გადავწყვიტეთ, სერიალის ფინალური სეზონის შესახებ აზრი გვეკითხა იმ ქართველი პოლიტიკოსებისთვის, ვისზეც დანამდვილებით ვიცით, რომ GOT-ს აქტიურად უყურებდნენ.
გიგა ბოკერია:
ვგულშემატკივრობდი ტირიონს; მესმის, რომ ამ სერიალის სტანდარტითაც კი ძალიან უცნაური ტვისტი უნდა მომხდარიყო მისი ტახტზე დასმისთვის, თუმცა, რომ მომხდარიყო გამიხარდებოდა. რიგით მეორე ფავორიტი ბოლო პერიოდში ჯონ სნოუ (ანუ ეიგონ ტარგარიანი) იყო. ორივეს შემთხვევაში მიზეზი მარტივია, ლიდერისთვის დამახასიათებელი თვისებების გამოვლენა და გონიერება - ბუნებრივია, განსაკუთრებით ტირიონის შემთხვევაში. რაღაც დოზით სურვილი განხორციელდა - ტირიონი დე ფაქტო მმართველი/მენეჯერი გახდა.
სერიალის დასრულებასთან დაკავშირებით არ მქონდა მკაფიო პროგნოზი; ბოლოსწინა სერიის შემდეგ ჯონ სნოუს გამარჯვება/გამეფება შეიძლებოდა მეფიქრა ყველაზე მეტად. ფინალური სერიით არ ვარ კმაყოფილი (სერიალის სტანდარტის გათვალისწინებით).
პ.ს. ბოლო ორი სეზონი და განსაკუთრებით ბოლო სეზონი, ნაკლებად შთამბეჭდავი იყო, ვიდრე იქამდე; მაგრამ მაინც ძალიან კარგი იყო. გული დამწყდა, რომ მეტი ინტრიგა არ განვითარდა სემუელ ტარლის გარშემო - გარდა იმისა, რომ სამართლიანად (კონტექსტის გათვალისწინებით) დასცინეს ფინალურ ეპიზოდში არჩევითი დემოკრატიის შეთავაზების გამო.
დავით ზურაბიშვილი:
ბოლო სეზონამდე ვგულშემატკივრობდი დეინერისს. მართალია, მას ადრეც ჰქონდა სისასტიკის ცალკეული გამოვლინებები და სულ თავიდანაც მისი ძმა რომ დაადუღა მისივე ქმარმა დამდნარი ოქროულობით, კურცხალიც არ გადმოვარდნია თვალიდან (მაინცდამაინც კარგი ტიპი არა, მაგრამ ძმა იყო ბოლო-ბოლო), თუმცა, მას შემდეგ, რაც სერიალის ორი ყველაზე ჭკვიანი პერსონაჟი, ლორდი ვარისი და ტირიონი მისი მრჩევლები გახდნენ, ვიფიქრე, ადრე რაც იყო, იყო და ახლა სათანადოდ ესენი გაწვრთნიან-მეთქი. თუმცა, ბოლოს მაინც "აბა მარტო წვრთნა რას იზამს, თუ ბუნებამც არ უშველა" გამოვიდა.
ბრანის გამეფებას ნაკლებად ველოდი, უფრო სანსა სტარკზე ვფიქრობდი, თუმცა, ჯონ სნოუსა და დეინერისის ბედი გამოვიცანი. მოვლენათა განვითარების ლოგიკა რაღაც მსგავსს ითხოვდა.
ფინალური სერიით, ბოლო სეზონის წინა სერიებიდან გამომდინარე, უკმაყოფილო და იმედგაცრუებული არ დავრჩი. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის რადიკალური შემობრუნება სიკეთიდან ბოროტებისკენ, ანუ, დეინერის ტარგარიანის ტრანსფორმაცია მონების განმათავისუფლებლიდან დრაკონული გენოციდის მომწყობამდე, არ იყო სათანადოდ არგუმენტირებული. თავისთავად, ამ პერსონაჟის გადავარდნა ძალაუფლების ხიბლში და შესაბამისად მისი სახეცვლილება სახალხო დემოკრატიდან (ეს თანამედროვე ტერმინი კარგად აღწერს დეინერისის პოლიტიკურ პოზიციას მერვე სეზონამდე) სასტიკ ტირანამდე, კარგი სიუჟეტური სვლა იყო, ოღონდ ამისთვის მაყურებლის შემზადებას ალბათ კიდევ ერთი სეზონი მაინც ჭირდებოდა, ისევე, როგორც ბრანის გამეფების წინაპირობების წარმოჩენას.
საერთოდ ვფიქრობ, რომ სერიალის სიუჟეტური ლოგიკა გაცილებით მოიგებდა, თუ ისეთი მნიშვნელოვანი კულმინაციები, როგორიც იყო ღამის მეფესთან დაპირისპირება და გადამწყვეტი ბრძოლა ვესტეროსისთვის, დეინერისის გაბოროტება და ბრანის სამეფო ამბიციები უფრო ღრმად, ხანგრძლივად და ეტაპობრივად იქნებოდა ნაჩვენები. ახლა კი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რვაწლიანი ეპოსი სცენარისტებმა ბოლოსკენ მიაფუჩეჩეს. მართალია, უკმაყოფილო მაინც არ ვარ და სადღაც ვიხუმრე კიდეც სერიალის ფინალზე, სისხლიანი რვა წელის შემდეგ წარმომადგენლობითმა დემოკრატიამ გაიმარჯვა მეთქი, მაგრამ ვფიქრობ რვის ნაცვლად ცხრა წელი (ისევ და ისევ ცხრა წელი!) რომ ყოფილიყო, დემოკრატიის გამარჯვებაც, ტირიონის პარლამენტის თავმჯდომარეობით, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა.
თამარ ჩუგოშვილი:
მეხუთე სერიამდე დეინერისს ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ქალაქი რომ გადაწვა, გასაგები იყო, რომ ვეღარ ავიდოდა ტახტზე.
მოლოდინი მქონდა, რომ ტირიონი მოკლავდა დეინერისს და მეფე ჯონი გახდებოდა, თუმცა, იმას არ ველოდი, რომ ტირიონი ჯონს გამოიყენებდა დეინერისის მოსაკლავად. იმ დასასრულს ნამდვილად არ ველოდი, რაც მივიღეთ. პრინციპში, მოსალოდნელი იყო, რომ რაღაც არაორდინალური უნდა მომხდარიყო. ალბათ ავტორებმა ყველაზე საინტერესო ვერსია მოიფიქრეს: მონარქიის ნაცვლად დემოკრატიის ელემენტების გაჩენა.
უკმაყოფილო ვარ იმით, რომ ავტორებმა სერიალი ასე მალე დაასრულეს. მგონია, რომ საკმარისზე მეტი მასალა იყო კიდევ რამდენიმე სეზონისთვის. ბოლოს ბევრი სიუჟეტი დაუსრულებელი დარჩა, ამიტომ უკმაყოფილების განცდა მეც დამრჩა.
აღფრთოვანებული ვარ სანსა სტარკით, რომელიც საუკეთესო პოლიტიკოსი აღმოჩნდა მთელ შვიდ სამეფოში.
გიგი უგულავა:
რკინის ტახტისთვის კონკრეტულად არავის ვგულშემატკივრობდი, რადგან სულ მქონდა მოლოდინი, რომ მას მოულოდნელი პიროვნება დაიკავებდა. ანუ არავინ ისეთი, ვინც ლოგიკურად იკვეთებოდა სერიალის მანძილზე. ბანალურად კი გამომდის, მაგრამ მშვიდობის მხარეს ვიყავი. თუმცა, მთავარს არ მოველოდი, რომ რკინის (!) ტახტი დაიწვებოდა.
არა თუ კმაყოფილი, არამედ აღფრთოვანებული ვარ სერიალით. მთავარი ფინალში არის ის, რაც მთელს სერიალში - ეს არის მოულოდნელობა. როგორც უცებ, თხასავით, დაკლეს ნედ და რობ სტარკები, ნეკა და ბევრი სხვა, მოულოდნელობებით სავსე იყო მთელი საგა და ეს ყველაფერი მარტივად ხდებოდა. ბოლო სერიამ ლოგიკური გაგრძელების შესაძლებლობები დატოვა. 1. ტირიონი სნოუს არ ემშვიდობება; 2. არია კოლუმბივით დასავლეთის აღმოსაჩენად გაიჭრა; 3. ჯონ სნოუმ ახალი ცხოვრება დაიწყო მოხეტიალეებთან.
ცალკე გამოვყოფდი ადამიანების სისასტიკით შეძრწუნებულ დრაკონს და ასევე იმას, რომ მშვიდობისთვის ყველა "შარიანი" სუბიექტი უნდა გაანეიტრალო. სნოუ გააგდეს, არია წავიდა და უნაკლოების ჯარი გადასახლდა - მშვიდობაც დამყარდა. მოკლედ, არასწორი არაფერი მომხდარა. უბრალოდ სერიალი დამთავრდა და ყველას დაენანა. ბევრი ადამიანის გულისწყრომაც რეალურად ამან გამოიწვია.
ზურაბ ჯაფარიძე:
ვგულშემატკივრობდი არია სტარკს. არ მიფიქრია რატომ, რაღაცნაირად ბუნებრივად მოხდა. ახლა რომ დავფიქრდი, ალბათ იმიტომ, რომ ბავშვური გულწრფელობა და მიამიტობა ახასიათებდა დასაწყისში.
არ ვიცი რამდენად რეალისტური შეიძლება ეწოდოს, მაგრამ სნოუს იმ ქვეყნიდან მობრუნების შემდეგ, რატომღაც მოლოდინი მქონდა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ბოლოს ბანალურად ის ავიდოდა რკინის ტახტზე.
ფინალური სერია მოლოდინებს არ დაემთხვა, თუმცა ეგ არ მგონია პრობლემა. რაც არ მომეწონა ისაა, რომ მართლა ძალიან კარგი სერიალისთვის ზედმეტად ბანალურად დასრულდა ყველა სიუჟეტური ხაზი. ლოგიკური იქნებოდა, რომ ბოლო სერიაში ყოფილიყო ნაით კინგთან დაპირისპირება და ნაით კინგს მოეგო.
მიუხედავად იმისა, თუ ვის რა მოლოდინები ჰქონდა, ერთი რამ ცხადია — სამეფო კარის თამაშები იმდენად დიდი კულტურული მოვლენა იყო, რომ მის შესახებ დებატები ნაკლებ სავარაუდოა, ასე მარტივად ჩაცხრეს.
ამავე თემაზე:
-
შირლი ჯექსონის "ლატარია" — მოთხრობა, რომელმაც ამერიკა შეძრა შირლი ჯექსონის "ლატარია" — მოთხრობა, რომელმაც ამერიკა შეძრა
გადახედვა
-
"არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში? "არათუ ქვეყანა, "ქართული ოცნებაც" არ იმსახურებს ასეთ პრემიერს" — რის გამო დაიწყო ჩხუბი პარლამენტში?
გადახედვა
-
უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით! უყურე Silk Go აპლიკაციით მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ნებისმიერი მოწყობილობით!
-
კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია კახა კალაძე: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ, საარჩევნო კამპანიის პროცესში ხელის შეშლა, დანაშაულია
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი უქმეებზე? რა ეღირება ლარი უქმეებზე?
გადახედვა
-
10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები 10 ფეხბურთელი წლევანდელი ჩემპიონატიდან, რომლებზეც წამებში დაიქრაშები
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის ირაკლი კობახიძე: სამართალდამცავ სტრუქტურებს მინდა, მადლობა გადავუხადო 4 ოქტომბერს იუველირული მუშაობისთვის
გადახედვა
-
სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა სიღარიბის სრულად აღმოფხვრა 2029 წლისთვის შესაძლებელი იქნება — ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძემ "ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე დგომისთვის" დედა ეკლესიას და შიო III-ეს მადლობა გადაუხადა
გადახედვა
-
მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო მომჩივანმა სასამართლო AI იურისტის დახმარებით მოიგო
გადახედვა
-
EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება EU-ში ბლოკის არაწევრი ქვეყნებიდან გამოწერილ ამანათებზე ნივთზე "3 ევროიანი" მოსაკრებელი წესდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო — Creator ჩემპიონატი არ გაჩერდეს არხზე
-
საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს საუდის არაბეთში ექიმებმა სიამის ტყუპი დები წარმატებით განაცალკევეს
გადახედვა
-
"ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული "ბათუმელები": ბათუმში ატრაქციონზე ბავშვი დაშავდა, ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული
გადახედვა
-
"სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო "სიჯიუტე მიზნის მიღწევაში გეხმარება" — გაიცანით ადამიანი, რომელმაც ნიქოზსა და ბედიანში საცოცი კედლები მოაწყო
-
"კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე "კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმი" — კახა კალაძე ლოტკინზე მომხდარ უბედურ შემთხვევაზე
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით ქვიზი: გამოიცანი ქართული ზღაპარი ერთი ფრაზით
-
"ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო "ფარას“ და "გრანტების შესახებ" კანონში შეტანილ ცვლილებებზე სტრასბურგის სასამართლომ კომუნიცირების ეტაპი დაიწყო
გადახედვა
-
ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ ადამიანთა დაახლოებით მესამედი ამ პარაზიტითაა ინფიცირებული — მეცნიერები რისკებზე საუბრობენ
გადახედვა
-
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება — დემო დღე გაიმართა
-
კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ქალაქი ცნობილი ღირსშესანიშნაობით
გადახედვა

კომენტარები