ღიად დარჩენილი კითხვები, რომლებსაც GOT-მა პასუხი ვერ გასცა
რვა სეზონის განმავლობაში უამრავი პერსონაჟი გავიცანით და მიუხედავად იმისა, რომ ფინალურმა სერიამ ბევრი სიუჟეტური კვანძი შეკრა, ზოგიერთ კითხვაზე პასუხს ვეღარასდროს მივიღებთ
ფოტო: HBO
გაფრთხილება: წინ მთელ სერიალთან და კონკრეტულად ბოლო ეპიზოდთან დაკავშირებული სპოილერებია, ასე რომ, თუ კითხვას მაინც გააგრძელებთ, შედეგებზე პასუხს არ ვაგებთ
ფოტო: HBO
8 სეზონისა და 73 ეპიზოდის შემდეგ საკულტო სერიალი Game of Thrones ოფიციალურად დასრულდა. მაყურებლებმა სერიალის შემქმნელებთან და მსახიობებთან ერთად დიდი გზა გაიარეს, ბოლო სეზონი კი ამ გზის ყველაზე საპასუხისმგებლო ნაწილი იყო.
უკასკნელმა ეპიზოდმა მრავალ კითხვას გასცა პასუხი, მათ შორის იმასაც, თუ რა ბედი ეწიათ სამეფოებსა და რკინის ტახტს. ყველა ძირითადი პერსონაჟის სიუჟეტური ხაზი შეიკრა, თუმცა სერიალის მრავალწლიანი ისტორიის გათვალისწინებით, შემქმნელებს მაინც მოუწიათ ზოგიერთი ისტორიისა თუ გმირის უგულებელყოფა. რას ვიზამთ, როლინგ სტოუნზისა არ იყოს, ყოველთვის ვერ მიიღებ იმას, რაც გინდა.
ამ სტატიაში სერიალის დასრულების შემდეგ დარჩენილ ყველაზე დიდ კითხვებზე ვისაუბრებთ:
სად არის დროგონი?
ფოტო: HBO
ეს კითხვა თვითონ სერიალის გმირებსაც გაუჩნდათ. დრაკონი უბრალოდ დეინერისის სხეულთან ერთად გაუჩინარდა. ბრანმა საბჭოსაც ჰკითხა მისი ადგილსამყოფელის შესახებ, თუმცა პასუხი არავინ იცოდა. ახალმა მეფემ აღნიშნა, რომ თავადაც შეუძლია დროგონის პოვნა, რაშიც ეჭვი არავის ეპარება, თუმცა ერთი რამ ცხადია: დროგონი უკანასკნელი დრაკონია და მისი გაუჩინარება ვესტეროსისთვის არა მხოლოდ დრაკონების, არამედ მთლიანად მაგიის დასასრულია.
რა თქმა უნდა, თეორია იმის შესახებ, რომ მომავალში შეიძლება მეტი დრაკონი გვეხილა, არ გამართლებულა.
რატომ არსებობს ღამის საგუშაგო ღამის მეფის განადგურების შემდეგ?
ფოტო: HBO
მგონი, უკვე შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ჯონ სნოუ უბრალოდ ნებისმიერი თანამდებობისთვის შეუფერებელია: იქნება ეს შვიდი სამეფოს მბრძანებლობა, თუ ღამის გუშაგობა. რაც შეეხება კედლის მეთვალყურეობას, როცა ჯონი კედელზე გაამწესეს, პირველი კითხვა, რაც მაყურებელს გაუჩნდა, ის იყო, საერთოდ რა საჭიროა ეს სამსახური. ღამის მეფე და მკვდრების არმია აღარ არსებობს. რაც შეეხება ველურებთან ერთად გამგზავრებას; თუ ჯონის გზას რომანტიკულად შევხედავთ, მას უბრალოდ უნდოდა, ვესტეროსის პოლიტიკისგან დაესვენა და თავისუფლად ეცხოვრა - ეს კი დაახლოებით ისაა, რაც მან პირველ სიყვარულს, იგრიტს რამდენიმე სეზონის წინ უთხრა.
როგორ ხედავს ბრანი მომავალს, ან საერთოდ, რას ხედავს?
ფოტო: HBO
ბრანის ძალები სერიალს მკაფიოდ არასდროს აუხსნია. გავიგეთ, რომ ის კაცობრიობის მეხსიერებაა (ფაქტობრივად, ინტერნეტი) და წარსულის ყველა მოვლენასაც ხედავს. გარდა ამისა, სხვა არსებების სხეულში შეღწევაც შეუძლია, თუმცა მერვე სეზონში განვითარებული მოვლენებით გაირკვა, რომ ის მომავალსაც ჭვრეტს. არიასთვის ვალირიული მახვილის მიცემა და ღამის მეფის მიტყუება წმინდა ხესთან სწორედ ამის დასტურია. ბოლო სერიაში ბრანმა თქვა, რომ მეფის სავანისკენ მხოლოდ იმიტომ გამოემართა, რომ იცოდა, გვირგვინს შესთავაზებდნენ. ცხადია, ეს ნიჭი მეფეს გამოადგება, მაგრამ ეს გარკვეულ კითხვებს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რატომ არასდროს ჩარეულა ბრანი მოვლენების განვითარებაში.
რატომ არ ამბოხდნენ დოთრაკები?
ბოლო სერიაში განმარტებულია, როგორ დაშოშმინდნენ უნაკლოები, თუმცა, ცოტა დაუჯერებელია, რომ მამაცი და დაუმორჩილებელი დოთრაკები მშვიდად შეხვდნენ საკუთარი დედოფლის მკვლელობას. თუ გავითვალისწინებთ, რამხელა გზა გამოიარეს მათ დენის დასახმარებლად და მერე როგორ ჟლიტეს ქალაქის მაცხოვრებლები, უცნაურია, რომ ისინი უბრალოდ მეფის სავანეში დარჩნენ, მშვიდობიანად, ადგილობრივებთან კონფლიქტის გარეშე.
როგორ მოხდა, რომ მხოლოდ ჩრდილოეთმა დაიმსახურა დამოუკიდებლობა?
ფოტო: HBO
უცნაურია, რომ სანსამ ასე მარტივად მოახერხა 7 სამეფოდან გამოსვლა და სხვა ლორდებს საკუთარ სტატუსთან დაკავშირებით სიტყვაც არ დაუძრავთ.
რეალურად, ჩრდილოეთს დორნზე მეტად დამოუკიდებლობა არ დაუმსახურებია. დორნი შვიდ სამეფოს ყველაზე ბოლოს, აეგონის მიერ სხვა სამეფოების დაპყრობიდან რამდენიმე საუკუნეში შეუერთდა და ყოველთვის მოშორებული იყო მეფის სავანეში გატარებული პოლიტიკისაგან.
შესაძლოა, ახსნა ის იყოს, რომ დორნის ახალი პრინცი სუსტია და მოკავშირეებს ეძებს. ან შესაძლოა, სანსამდე აზრადაც არავის მოსვლია განცალკევების თხოვნა. ასე თუ ისე, ჩრდილოეთმა ყველა ცოცხალი არსება დაიცვა მკვდრების არმიისგან და ამით განსაკუთრებული პრივილეგიებიც მოიპოვა.
ბოლო მიზეზი კი შეიძლება ის იყოს, რომ მისი მხრიდან ბევრი უარყოფის მიუხედავად, ბრანი მაინც სტარკია და შეიძლება დისთვის გამონაკლისებს უშვებდეს ან ხვდებოდეს, რომ სანსას წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არ აქვს. ბრანს ისიც ნანახი აქვს, როგორ შეხვდა ჩრდილოეთი ჯონ სნოუს მიერ მუხლის მოდრეკას, ასე რომ, შესაძლოა, უბრალოდ პრობლემების არიდება უნდოდეს თავიდან.
რა ხდება დორნში?
ფოტო: HBO
რამდენიმე სეზონის განმავლობაში დორნი მნიშვნელოვანი ადგილმდებარეობა იყო და ამ სამეფოში მაყურებლებს რამდენიმე საათი აქვთ გატარებული, თუმცა მოგვიანებით სერიალის შემქმნელებმა დორნი უბრალოდ მიივიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ სერსეიმ მარტელების მთელი ოჯახი ამოწყვიტა, ვარისმა მერვე სეზონში ისე, უბრალოდ ახსენა, რომ დორნში ახალი პრინცი მეფობს. მოგვიანებით კი ხმის მიცემის პროცესში ეს ახალი პრინციც გამოჩნდა, თუმცა არავის აუხსნია, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის.
სად არის ნიმერია?
პირველ სეზონში ნანახი უსაყვარლესი მგლის ლეკვებიდან მხოლოდ ნიმერია და მოჩვენება გადარჩნენ. მეშვიდე სეზონში არია ტყეში ნიმერიას შეხვდა - ის ჩვეულებრივი მგლების ხროვას ხელმძღვანელობდა. არიამ ნიმერიას ვინტერფელში წამოსვლა სთხოვა, ის კი უბრალოდ გაეცალა. ასეთი გაუჩინარება ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ნიმერია რამე დროს ისევ გამოჩნდებოდა და ამბის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა, მაგრამ ეს არასდროს მომხდარა. მგონი, იმ ახსნას უნდა დავჯერდეთ, რომ ამ ჯადოსნური არსებების ვიზუალური ეფექტები ძალიან, ძალიან ძვირი ჯდება.
ცოცხალია თუ არა ელარია სენდი?
ფოტო: HBO
როცა ელარია ბოლოს ვნახეთ, ის ვესტეროსის ჯურღმულებში იყო დატყვევებული. სერსეიმ დაიფიცა, რომ ელარიას არ მოკლავდა, რათა ის დიდხანს დატანჯულიყო. შესაძლოა, ის ნანგრევებში ჩაიმარხა, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო სერიაში ის არც კი უხსენებიათ.
სად არის დაარიო?
დაარიო ნაჰარისს ერთ დროს იმდენ დროს და ყურადღებას ვუთმობდით, რომ გვეგონა, მის შესახებ ამდენი ცოდნა რამეში გამოგვადგებოდა. დეინერისმა ის მეერინის მმართველად დატოვა, თუმცა ვერ გავიგეთ, შეიტყო თუ არა მან დაენერისის მოკვლის ამბავი ან თუ შეიტყო, რამე ზომების მიღებას აპირებს თუ არა. არსებობდა მოლოდინი, რომ მას სერსეის წინააღმდეგ ომში ვნახავდით, თუმცა საბოლოოდ, ერთი დრაკონიც საკმარისი აღმოჩნდა.
სად არიან რიდები?
გახსოვთ ჰოულანდ რიდი, ჯოჯენისა და მირა რიდის მამა? ჰოულანდი ნედ სტარკის მეგობარი იყო, თუმცა მხოლოდ ნაბიჭვრების ბრძოლაში და ვინტერფელის ბრძოლაში გამოჩნდა. მირა კი მაშინვე გაუჩინარდა, როგორც კი ბრანი ვინტერფელში მიიყვანა. ისინი პერსონაჟებმაც დაივიწყეს და შოუს შემქმნელებმაც.
რას აკეთებდნენ რობინ არინი და ედმურ ტალი ამდენი ხნის განმავლობაში?
ალბათ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ რობინ არინი და ედმურ ტალი არავის აღარ ახსოვდა, ბენიოფისა და დ.ბ ვაისის გარდა.
რობინი ბოლოს მეექვსე სეზონში გამოჩნდა, როცა ვეილიდან რაინდები სანსას დასახმარებლად გაგზავნა. ედმური კი ბოლოს ვალდერ ფრაის ტყვე იყო. როგორც ჩანს, მათ ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა, ორივე გადარჩა და ახლა თავიანთი სახლების ლორდები არიან.
ვინ იყო ქალი, რომელიც ჯორაჰს დეინერისის მნიშვნელობაზე ესაუბრა
ფოტო: HBO
მეორე სეზონში ქართში ჯორაჰ მორმონტს შეხვდა ქალი, რომელსაც, მელისანდრას მსგავსად, მაგიური ძალები ჰქონდა. მან ჯორაჰს მოუწოდა, დეინერისი დაეცვა.
წიგნში ეს პერსონაჟი რამდენჯერმე ჩნდება, სერიალში კი არანაირი განსაკუთრებული დატვირთვა არ ჰქონია.
ბოლოს და ბოლოს, რა მოხდა, როცა ტირიონი საროსკიპოში ფიჭასთან და სახედართან ერთად აღმოჩნდა?
ტირიონმა უკვე სამჯერ დაიწყო ერთი და იმავე ხუმრობის მოყოლა, თუმცა ყოველ ჯერზე გააწყვეტინეს. ამ დროისთვის კი უბრალოდ უნდა შევეგუოთ, რომ ხუმრობის დასასრულს ვერასდროს გავიგებთ.
-
კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ კადიროვის ვაჟი, ადამი, ავტოკატასტროფის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია — ვრცელდება ცნობები ხამზატ ჩიმაევის გარდაცვალების შესახებ
გადახედვა
-
კვლევა: დიდი ალბათობით, ჰომო ერექტუსებს ლაპარაკი უნდა შესძლებოდათ კვლევა: დიდი ალბათობით, ჰომო ერექტუსებს ლაპარაკი უნდა შესძლებოდათ
გადახედვა
-
ნახეთ: ორი რობოტი ერთმანეთს დამოუკიდებლად ესაუბრება ნახეთ: ორი რობოტი ერთმანეთს დამოუკიდებლად ესაუბრება
გადახედვა
-
ახალი რუკა გვიჩვენებს, რა იმალება ანტარქტიდის ყინულების ქვეშ ახალი რუკა გვიჩვენებს, რა იმალება ანტარქტიდის ყინულების ქვეშ
გადახედვა
-
შექმნეს ტექნოლოგია, რომელმაც შეიძლება 100 000-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერები მოგვცეს შექმნეს ტექნოლოგია, რომელმაც შეიძლება 100 000-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერები მოგვცეს
გადახედვა
-
აზერბაიჯანული SOCAR გაზის მიწოდებას ავსტრიასა და გერმანიაში დაიწყებს აზერბაიჯანული SOCAR გაზის მიწოდებას ავსტრიასა და გერმანიაში დაიწყებს
გადახედვა
-
რა ეღირება ლარი 20 იანვრამდე? რა ეღირება ლარი 20 იანვრამდე?
გადახედვა
-
ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა სრულად შეწყვიტა ჩინეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის შესყიდვა სრულად შეწყვიტა
გადახედვა
-
შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც შაქრის ჯანსაღი შემცვლელი მიიღება შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც შაქრის ჯანსაღი შემცვლელი მიიღება
გადახედვა
-
გია ვოლსკი: ყაველაშვილი იღებს საბოლოო [შეწყალების] გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება გია ვოლსკი: ყაველაშვილი იღებს საბოლოო [შეწყალების] გადაწყვეტილებას, საკმაოდ პრინციპული ადამიანია, მაგრამ კონსულტაციები ექნება
გადახედვა
-
დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, რომლებიც მსხვერპლებზე ძალადობდნენ და მათ ვიდეოებს ავრცელებდნენ — 10 არასრულწლოვანია დაკავებულია ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი, რომლებიც მსხვერპლებზე ძალადობდნენ და მათ ვიდეოებს ავრცელებდნენ — 10 არასრულწლოვანია
გადახედვა
-
მადონა: ჩემი მხარდაჭერა ირანელ ხალხს მადონა: ჩემი მხარდაჭერა ირანელ ხალხს
გადახედვა
-
20 იანვრანდე საქართველოში თოვლია მოსალოდენელი 20 იანვრანდე საქართველოში თოვლია მოსალოდენელი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში Artifact Apart Hotel გაიხსნა
-
ალან პარსელი: აშშ-ის ვიზებთან დაკავშირებული ცვლილებები მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს ეხება ალან პარსელი: აშშ-ის ვიზებთან დაკავშირებული ცვლილებები მხოლოდ საიმიგრაციო ტიპის ვიზებს ეხება
გადახედვა
-
ქალების სექსუალური ლტოლვა კაცისაზე მრავალფეროვანია — მასშტაბური კვლევა ქალების სექსუალური ლტოლვა კაცისაზე მრავალფეროვანია — მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს Aqualia მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ჯივიპის ავტოპარკის განახლებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს
-
ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოში არ არის ის ვითარება, რომ მოქალაქეები იძულებულები იყვნენ, ქვეყანა დატოვონ
გადახედვა
-
გორის ყოფილმა მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-თან კონტრაქტი გააფორმა გორის ყოფილმა მერმა, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა RAF-თან კონტრაქტი გააფორმა
გადახედვა
-
ქართული ენის გუშაგი — მზექალა შანიძე 100 წლისაა ქართული ენის გუშაგი — მზექალა შანიძე 100 წლისაა
-
ბრალის დამძიმების შემდეგ, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული დ.ჩ.-ს დედა პროკურატურის წინ შიმშილობის დაწყებას აანონსებს ბრალის დამძიმების შემდეგ, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული დ.ჩ.-ს დედა პროკურატურის წინ შიმშილობის დაწყებას აანონსებს
გადახედვა
კომენტარები