ქართული ოცნების გენერალური მდივნის, კახა კალაძის აზრით, ნაციონალური მოძრაობა დაშლილია. ამის შესახებ მან არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა დღეს მხოლოდ რუსთავი 2-ზე და ნიკა გვარამიაზე დგას.

"მე გამიჭირდება [ნაციონალურ მოძრაობაში] დაპირისპირებაზე რაიმე კომენტარი გავაკეთო. შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალური მოძრაობა დაშლილია. ერთადერთი, რაზეც დგას დღეს პარტია, ეს არის ტელეკომპანია რუსთავი 2 და ნიკა გვარამია", — თქვა კალაძემ.