2016 წლის 22 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.3117 შეადგინა. ამის შესახებ ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

ამ დროისთვის, ეროვნული ბანკის თანახმად ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით 2,3124-ია. ევროსთან მიმართებით კი - 2,5984.