ადამიანის უძველესი წინაპრები კანიბალები იყვნენ, რადგან ეს მარტივი იყო
როგორც ირკვევა, ადამიანების წინაპრები ერთმანეთს იმაზე უფრო ხშირად ჭამდნენ, ვიდრე გვეგონა.
Homo antecessor-ის შესახებ კამათი ხშირია, ის ჰომინიდი იყო, რომელიც დასავლეთ ევროპაში დაახლოებით 1,2 მილიონიდან 800 000 წლამდე ცხოვრობდა. უცნობია ისიც, თუ ზუსტად სად უნდა განთავსდეს H. antecessor ადამიანის ოჯახის ხეზე, თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მას Homo erectus-სა და Homo heidelbergensis-ს შორის უნდა ეარსება. რაც ნიშნავს იმას, რომ ის ნეანდერტალელებისა და ჰომო საპიენსის ყველაზე რეალური საერთო წინაპარია.
ახალი ამბავი არ არის, რომ ჩვენს წინაპრებში კანიბალიზმი მეტნაკლებად გავრცელებული იყო, ხოლო H.antecessor-ის საკვებად დამუშავებული 800 000 წლის წინანდელი ძვლები კანიბალიზმის უძველესი დაფიქსირებული შემთხვევაა.
ახლახან ესპანეთის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ ჟურნალ Human Evolution-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც კანიბალიზმის უკან მდგარი მოტივებია განხილული.
კანიბალიზმისათვის არსებობს რამდენიმე შესაძლო მიზეზი. მეცნიერებმა გამოთვალეს, პირველყოფილი ადამიანებისათვის საკვების მოპოვების რომელი სტრატეგია იქნებოდა ყველაზე ნაკლებადრისკიანი და ამავდროულად მაქსიმალურად მომგებიანი.
იმის გაანალიზებისას, თუ რამხელა ძალისხმევა სჭირდებოდათ ჩვენს წინაპრებს ველური ცხოველების მოსანადირებლად, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კანიბალიზმი გადარჩენის ბევრად უფრო მოსახერხებელი სტრატეგია იყო და სავარაუდოდ იმაზე ბევრად უფრო ხშირად ხდებოდა, ვიდრე გვგონია.
"ჩვენი ანალიზი მიანიშნებს იმაზე, რომ Homo antecessor საკუთარ მსხვერპლს იმის მიხედვით ირჩევდა, თუ რამდენად სარისკო იყო მისი მოპოვება", — აცხადებს კვლევის თანაავტორი ხესუს როდრიგესი.
როდრიგესის თქმით, ადამიანის ხორცი ნაკლებად კალორიულია, მაგრამ მისი მოპოვება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე ველური ცხოველების მონადირება.
"Homo antecessor-ისათვის სხვა ადამიანთან შეხვედრა ბევრად უფრო მარტივი იყო, ვიდრე ცხოველთან", — აცხადებს თანაავტორი ანა მატეოსი.
ეს დასკვნა თანხვედრაშია 2017 წელს ჯეიმს კოულის მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დასკვნასთან, რომელმაც ნობელის პრემია მიიღო. კოულის თქმით, ადამიანის ხორცი კალორიულობის თვალსაზრისით მაინცდამაინც მდიდარი არ არის, მაგრამ ის აღიარებს, რომ ჩვენი წინაპრები, დიდი ალბათობით, ნადირობისგან თავის ასარიდებლად გარდაცვლილი ადამიანების ჭამას არ ერიდებოდნენ.
კომენტარები