4D ქსოვით მოძრავი, რბილი რობოტების შექმნა შეიძლება
4D ქსოვის წყალობით მალე შესაძლოა ფუმფულა სათამაშოების გაცოცხლება შევძლოთ. კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა საქსოვი მანქანების გამოყენებით შექმნეს სათამაშოები, რომლებსაც მოძრაობა შეუძლიათ.
მათ მიერ შექმნილ სათამაშოებს შორისაა კურდღელი, რომელიც მუცელზე მიჭერისას გვეხუტება, ჯემპრი, რომლის სახელურებიც ავტომატურად იკეცება და აბაჟური, რომელიც ფორმას იცვლის.
ქსოვისას მატერიაში აბრეშუმის ძაფების ჩაქსოვა ხდება, რომლებიც მყესების ფუნქციას ასრულებენ. მათი მოქაჩვისას ობიექტები გარკვეული მიმართულებით მოძრაობს. მაგალითად, თუ "მყესებს" ქსოვილში დიაგონალურად ჩავაქსოვთ, მაშინ ობიექტი მოქაჩვისას მობრუნებდება.
"ამ ტექნიკის საშუალებით სხვადასხვა მრავალფეროვანი მოძრაობის შექმნაა შესაძლებელი, რის გამოც ის ბავშვების სათამაშოების დასამზადებლად იდეალურია", — აცხადებს კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარი ლეა ალბაუ.
ნაქსოვში ასევე შესაძლებელია გამტარი ძაფის ჩართვა, რომელიც სენსორის ფუნქციას შეასრულებს და, მაგალითად, შეხებას დააფიქსირებს.
კომენტარები