მამების როლი ბავშვების აღზრდაში
მამად გახდომა უამრავ კაცს შეუძლია, თუმცა მამად გახდომასა და კარგ მამობას შორის უდიდესი განსხვავებაა.
მამებს ბავშვების ემოციურობასა და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე უდიდესი გავლენა აქვთ. კვლევებით ირკვევა, რომ თუ მოსიყვარულე მამა ბავშვის აღზრდაში ძლიერადაა ჩართული, მას ბავშვის კოგნიტურ და სოციალურ განვითარებაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, ისევე როგორც მის პიროვნულობაზე, გაწონასწორებულობასა და ავთენტურობაზე.
მამასა და ბავშვს შორის არსებული ურთიერთობა დიდწილად განსაზღვრავს იმას, თუ როგორი ურთიერთობები ექნება მას მომავალში სხვა ადამიანებთან — მეგობრებთან, შეყვარებულებთან და პარტნიორებთან. მამასთან არსებული ურთერთობა ასევე დიდწილად განსაზღვრავს ბავშვის მომავალ ხასიათსა და გუნებას.
გოგოები პარტნიორად ხშირად ისეთ ადამიანს არჩევენ, რომელიც მათ მამას ჰგავს. მაგალითად, თუ მამა კეთილი, მოსიყვარულე და მზრუნველი იყო, გოგო პოტენციურ პარტნიორში მსგავსი თვისებების ძებნას დაიწყებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დროს ადამიანი იმას ეძებს, რაც მანამდე გამოუცდია.
ბიჭები კი ქცევებით მამას ბაძავენ. თუ მამა მოძალადე და დომინანტი იყო, დიდი შანსია, რომ ბიჭი მას დაემსგავსოს. ხოლო თუ მამა კეთილი და მზრუნველია, ბიჭები ამ თვისებებს ავლენენ.
ადამიანები სოციალური ცხოველები ვართ და საკუთარ ქცევებსა და ხასიათს ხშირად სხვებზე დაკვირვებით ვაყალიბებთ. უფრო მეტიც, ყველა პრიმატი გადარჩენასა და წარმატებულად ფუნქციონირებას სოციალური იმიტაციის საშუალებით სწავლობს. ეს კი განსაკუთრებით გამოხატული პატარა ასაკშია.
ბავშვის აღზრდაში მამის როლი უმნიშვნელოვანესია. მაგალითად, კვლევებით ირკვევა, რომ გოგოები, რომლებსაც მამებთან კარგი დამოკიდებულება აქვთ, მათემატიკაში უფრო ძლიერები არიან, ხოლო ბიჭები, რომელთა აღზრდაშიც მამები აქტიურად არიან ჩართულნი, უფრო კარგ ქულებს იღებენ.
კვლევები მიუთითებს, რომ ბავშვის აღზრდაში მამების ჩართულობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დედების. ბავშვებში სოციალური და ემოციური ქცევა დიდწილად მამაზე დაყრდნობითა და მიბაძვით ყალიბდება.
აღნიშნულ საკითხზე რუსთავი 2-ის გადაცემა სხვა შუადღეშიც ისაუბრეს.
კომენტარები