პირველმა სრულად ციფრულმა ბანკმა სფეისმა საბანკო მომსახურებაში უკვე არაერთი მითი დაამსხვრია — ყოველდღიური ბანკინგი არც ისეთი მოსაწყენი, რთული და დროში გაწელილი ყოფილა, როგორიც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. ზოგი პროცესი იმდენად გამარტივდა, რომ მომხმარებლების ნაწილს გაუჭირდა მათი დაჯერება და სფეისზე შეიქმნა "მოსიარულე მითები", რომლებსაც ხან კომენტარებში და ხანაც ნაცნობების წრეში გავიგონებთ ხოლმე. ჩვენ ეს მითები გადავამოწმეთ და წარმოგიდგენთ 5 ტყუილს სფეისის შესახებ, რომელსაც ამ სტატიაში ნათელი მოეფინება.

1. სფეისი არის მიკროსაფინანსო

სფეისამდე საქართველოში არ არსებობდა სრულად ციფრული ბანკი. ამიტომ, კომპანიის გამოწვევა იყო, არა მხოლოდ ახალი პროდუქტის გაცნობა, არამედ თავად ახალი შექმნილი კატეგორიის ახსნა. მომხმარებლების ნაწილმა არატრადიციული ბანკი მიკროსაფინანსოდ ჩათვალა. "არა, არა და არა. არ ვართ მიკსოსაფინანსო ორგანიზაცია", — გვპასუხობენ სფეისში. — "ჩვენ ვართ ბანკი, ოღონდ სრულად ციფრული, რომელიც არსებობს მხოლოდ აპლიკაციის სახით — ფილიალების გარეშე."

2. სფეისში სესხზე მაღალი პროცენტია

სფეისში თვლიან, რომ ეს მოსაზრება სესხის აღების სისწრაფემ განაპირობა. სწრაფი სესხი ყოველთვის არ ნიშნავს მაღალ პროცენტს. სისწრაფე და მყისიერება სფეისის ყველა სერვისის განუყოფელი ნაწილია, მათ შორის — სესხის. სფეისში სესხი ეფექტური 15%-დან იწყება და მხოლოდ მომხმარებლის საკრედიტო რეიტინგზეა დამოკიდებული.

ბანკში აცხადებენ, რომ დაფარული საკომისიოები არ უყვართ. ამიტომ სფეისში პირდაპირ ეფექტურ (და არა ნომინალურ) პროცენტს გვეუბნებიან. მათ შორის დეტალურ განსხვავებას ბლოგიც მიუძღვნეს. სფეისში არ აქვთ გატანის, წინსწრების, დაზღვევის და სხვა საკომისიოები.

3. სფეისში ანგარიშის ნომრით ვერ გადარიცხავ

თავიდან მართლაც არ ჰქონდათ ეს ფუნქცია და მხოლოდ ბარათებს შორის, მობილურის ნომრით ან ნებისმიერი მესენჯერით იყო შესაძლებელი გადარიცხვა. თუმცა უკვე ნახევარ წელზე მეტია, რაც ანგარიშის ნომრით გადარიცხვის ფუნქციაც დაემატა.

4. სფეის სტიკერის გამოსაყენებლად აუცილებელია სფეის ბარათიც გქონდეს

აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სფეისში არის შესაძლებელი სტიკერის ბარათისგან დამოუკიდებლად აღება. სფეის სტიკერს არ აქვს არც ყოველთვიური და არც განაღდების საკომისიო.

საინტერესოა, რომ სფეის სტიკერის შეკვეთა შეგვიძლია, როგორც აპლიკაციიდან, ასევე სავაჭრო აპარატებიდან ჩამოგდება, შოკოლადების და გამაგრილებელი სასმელების მსგავსად. სავაჭრო აპარატების სია, ასევე აპლიკაციაშია.

5. შეუძლებელია არასამუშაო დროს მომენტალურად დაჯდეს ფული სხვა ბანკის ბარათზე

სანამ სფეისი გაჩნდებოდა, ბანკებს შორის მომენტალური გადარიცხვა ღამით, შაბათ-კვირას, დღესასწაულზე მართლა წარმოუდგენელი იყო. სწორედ ამიტომ, როდესაც სფეისმა ეს ფუნქცია გააჩინა, მომხმარებელი მაინც ეჭვის თვალით უყურებდა ამ სიახლეს.

ბარათზე ფული შეგვიძლია გადავრიცხოთ მობილურის ნომრით, ნებისმიერი მესენჯერით ან ბარათებს შორის გადარიცხვით. გადარიცხული ფული მაშინვე აისახება ბარათზე და მომენტალურად გადავიხდით ტერმინალით, გავანაღდებთ ფულს ბანკომატიდან ან გამოვიყენებთ ონლაინ შოპინგისას. თუმცა, ანგარიშზე ასახვას შეიძლება 1-დან 3 სამუშაო დღემდე მაინც დასჭირდეს. სფეისში გვითხრეს, რომ ეს მათზე არ არის დამოკიდებული და იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს ანგარიშზე გადარიცხვა უფრო ეჩქარება, ვიდრე ბარათზე, სჯობს ანგარიშის ნომრით გადარიცხვის ფუნქცია გამოიყენოს და სტანდარტულ დროში დაჯდება.

სფეისი სწრაფად ვითარდება და მას ახალი პროდუქტები მუდმივად ემატება. ცოტა ხნის წინ განახლებული ვერსია დაიდო, რომლის შესახებ ინფორმაციას ჩვენს სტატიაშიც შეხვდებით.