რა ვიცით ამ დროისთვის, სავარაუდოდ, ბავშვებით ვაჭრობის საქმეზე
იულია სუსლიაკი, რომელიც ამტკიცებს, რომ საქართველოში ჩამოყვანილი ათივე ბავშვი მისი შვილია, 26 აპრილს დააკავეს. შსს-ს მის საქმეზე გამოძიება ტრეფიკინგის მუხლით აქვს დაწყებული. ამ ეტაპისთვის ათივე ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაშია გადაყვანილი. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ბიოლოგიურ ექსპერტიზას ითხოვს.
სუსლიაკი საქართველოში
ბრალდებული იულია სუსლიაკი 10 ბავშვთან ერთად საქართველოში მოსკოვიდან 8 აპრილს ჩამოვიდა და აფხაზეთში ქმართან გადასვლას აპირებდა. ბავშვებს შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა, ყველაზე უფროსი კი 11 წლისაა
სუსლიაკიმ ე.წ. საზღვრის გადაკვეთამდე სამეგრელოში დროებითი საცხოვრებელი იქირავა, სადაც ბავშვებთან ერთად რამდენიმე დღე იმყოფებოდა. საქართველოში ჩამოსვლიდან ორ კვირაში 10-ვე ბავშვი კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ საავადყოფოში შეიყვანეს და შემდეგ ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაამისამართეს. სწორედ, ამ ეტაპზე დაინტერესდა გამოძიება იულია სუსლიაკით.
შესწავლილი დოკუმენტაციის მიხედვით, 10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია და მის გვარს ატარებს. თუმცა, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ტრეფიკინგის ეჭვი გაუჩინა. შესაბამისად, დაიწყო გამოძიება.
სუსლიაკი ამტკიცებს, რომ ათივე ბავშვი მისი შვილია და ექვსი მათგანი სუროგაციით გყავს გაჩენილი. მან განაცხადა, რომ სიმართლის დასამტკიცებლად მზად არის ჩაუტაროს დნმ-ის ანალიზი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოწმეთა გამოკითხვით დადგინდა, რომ ბრალდებული ბავშვებს აგრესიულად ექცეოდა და არასათანადო პირობებში ამყოფებდა. ამიტომ, გამოძიების მიმდინარეობის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოსცა შემაკავებელი ორდერი და 10-ვე ბავშვის დედისაგან განცალკევების გადაწყვეტილება მიიღო. ორი მათგანი ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში და გამოჯანმრთელების შემდეგ სხვა ბავშვების მსგავსად სახელმწიფო ზრუნვაში გადავა.
ბავშვის უგულებელყოფის სავარაუდო ვიდეომასალა ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ უკრაინის მოქალაქე, რომელიც თბილისში ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს, კლინიკაში ძირს დავარდნილ შვილს უყურადღებოდ ტოვებს.
იულია სუსლიაკი 26 აპრილს დააკავეს, ბავშვები კი სახელმწიფო ზრუნვაში არიან გადაყვანილები. მათგან 2 ბავშვი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. სუსლიაკი ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ საქართველოს პოლიციას უჩივლებს "ღირსების შელახვისთვის".
გამოძიების ვერსია
გამოძიების ვერსიით, სუსლიაკი არ არის ბავშვების ბიოლოგიური დედა და დოკუმენტები გაყალბებულია. ბავშვებისა და ბრალდებულის ბიოლოგიური კავშირის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული მუდმივ რეჟიმში იმყოფებოდა პოლიციის დაკვირვების ქვეშ, რის შედეგადაც აღმოაჩინეს, რომ ქალბატონი ბავშვებს არასათანადოდ ექცეოდა. მათ ჰქონდათ ტანსაცმლისა და კვებითი პრობლემები, რის გამოც ბავშვები საავადმყოფოში მოხვდნენ.
კრიმინალური პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის თქმით, ერთ-ერთი ბავშვი ამბობს, რომ იულია სუსლიაკი მისი დედა არ არის.
მისივე თქმით, ამ ბავშვმა გამომძიებლებთან საუბრისას თქვა, რომ "სიკვდილის შიში აქვს". გარდა ამისა, შსს აცხადებს, რომ გამოძიების პროცესში დაკითხეს არაერთი მოწმე, რომლებიც ქალბატონის ბავშვებთან დამოკიდებულების კონტექსტში საეჭვო გარემოებას მიუთითებენ.
"აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ოჯახს არ აქვს ფინანსური რესურსები. მათ ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ბავშვების გადაყვანა სურდა, არ გააჩნიათ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი", — განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
მე-11 ბავშვი
მამუკა ჭელიძის ბრიფინგიდან გაირკვა, რომ საქართველო ჩამოსვლამდე რუსეთში იულია სუსლიაკს მე-11 ბავშვიც ჰყავდა. გამოცხადდა ინტერპოლით ძებნა.
"ინტერპოლის არხებით ვცდილობთ რუსეთის ფედერაციისგან მივიღოთ ინფორმაცია კიდევ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. საერთოდ, არ ვიცით ის ცოცხალია თუ არა, იქიდან გამომდინარე, რომ უკრაინული მხარე ადასტურებს ბავშვის მიერ რუსეთის ფედერაციის საზღვრის გადაკვეთას ანუ ქალბატონმა 11 ბავშვი შეიყვანა რუსეთში ხოლო საქართველოში 10 მცირეწლოვანი ჩამოიყვანა", — აცხადებენ შსს-ში.
ასევე გაირკვა, რომ მე-11 ბავშვი ამერიკის მოქალაქეა. ჭელიძე ასევე ამბობს, რომ ბრალდებულს ათივე მცირეწლოვნის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა სურდა. მისი განზრახვა, მისივე ჩვენებითაც დადასტურდა, თუმცა ვერ ასაბუთებს, რა მიზნით.
"მას იქ არ აქვს საცხოვრებელი, ფინანსური რესურსები, არ აქვს სამსახური, და თუ რატომ გადაწყვიტა აფხაზეთში ცხოვრება გამოძიებას პასუხს ამაზეც ვერ სცემს და არსებობს ლოგიკური ეჭვი, რომ ადგილი აქვს ბავშვებით ვაჭრობას, ტრეფიკინგს რაზეც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება“, — განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
დაცვის მხარის ვერსია
იულია სუსლიაკის ინტერესებს საქართველოში იცავს ადვოკატი ზურაბ თოდუა. მან უპასუხა გამოძიებას 11-ე ბავშვის შესახებ და თქვა, რომ ის აბაზანაში დაიხრჩო. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი სამედიცინო დასკვნაც არსებობს. ადვოკატი საქმის მასალებს უკვე გაეცნო.
პირველ არხთან მან თქვა, რომ უკვე გადასცა გამოძიებას დოკუმენტები, რომლის მიხედვით, 10 ბავშვი იულია სუსლიაკის შვილია, ნაწილი მათგანი კი — სუროგაციის მეშვეობით დაიბადა. მისივე ცნობით, საქმის მასალებში ნათქვამია, რომ უკრაინელმა ქალმა 11 ბავშვი იყიდა, მათ შორის ერთი ამერიკაში, თუმცა ამის არანაირი მტკიცებულება ბრალდებას არ აქვს.
ამასთან, ადვოკატის განცხადებით, ყველაზე პატარა — 7 თვის ბავშვი დაბადებულია ამერიკაში სუსლიაკის ბიოლოგიური მშობიარობით და ამის დამადასტურებელი დოკუმენტები მან ასევე გადასცა გამოძიებას.
რაც შეეხება მე-11 ბავშვს, რომელიც რუსეთში გარდაიცვალა, ადვოკატის თქმით, მას აქვს რუსეთში ჩატარებული გამოძიების შედეგები, სადაც წერია, რომ ბავშვი უბედური შემთხვევის შედეგად აბაზანაში დაიხრჩო.
რაც შეეხება ორგანოებით ვაჭრობის ალბათობას, ადვოკატი ამბობს, რომ ამაზე არც ქართულ გამოძიებას და არც რუსეთს არაფერი უთქვამთ.
ადვოკატის განცხადებით, 10 ბავშვიდან ექვსი სუროგატი დედების მეშვეობით დაიბადნენ და მათი ბიოლოგიური მამა იური სუსლიაკია, ხოლო ხოლო ბავშვის ბიოლოგიური მშობლები არიან იულია და იური სუსლიაკები.
ბრალდებულის ქმარი
სუსლიაკის ადვოკატი აცხადებს, რომ იულია სუსლიაკის მეუღლე იური სუსლიაკი, რომელიც აფხაზეთში იმყოფება, მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და ჩააბაროს ბიოლოგიური მასალა. ის ითხოვს გარანტიას, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შემდეგ არ დააკავებენ.
იურის სუსლიაკმა ტელეკომპანია იმედს უთხრა, რომ ის უკრაინაში ბიზნესინტერესების გამო იდევნება. ქრონიკის ინფორმაციით, იური სუსლიაკს უკრაინაში ე.წ. სამშენებლო პირამიდაში მონაწილეობას, ასევე დიდი ოდენობით თანხების მითვისებას და გათეთრებას ედავებიან.
ტრეფიკინგში ბრალდებულის, იულია სუსლიაკის, აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
-
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში — გლობალური პარტნიორი კოკა-კოლაა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში — გლობალური პარტნიორი კოკა-კოლაა
-
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა პედაგოგმა შეავსო განაცხადი — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა პედაგოგმა შეავსო განაცხადი — პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
რუსული მედია: გაგლოევი "ჩრდილოეთ ოსეთთან და დიდ რუსეთთან" გაერთიანების მიზნით გადადგა რუსული მედია: გაგლოევი "ჩრდილოეთ ოსეთთან და დიდ რუსეთთან" გაერთიანების მიზნით გადადგა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi — დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi — დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
-
აშშ-ის საელჩო: ფოთის საზღვაო პორტის ტერმინალის მშენებლობისთვის DFC-იმ PACE Group-თან $25 მლნ-ის სასესხო შეთანხმება გააფორმა აშშ-ის საელჩო: ფოთის საზღვაო პორტის ტერმინალის მშენებლობისთვის DFC-იმ PACE Group-თან $25 მლნ-ის სასესხო შეთანხმება გააფორმა
გადახედვა
-
82 მომხრე და 5 წინააღმდეგი — PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო 82 მომხრე და 5 წინააღმდეგი — PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
გადახედვა
-
უკრაინამ რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა უკრაინამ რუსეთის კრასნოდარის მხარეში ნავთობის საცავი დაბომბა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს უნიკალური "ჰიპერპარაზიტი", რომელსაც რქის ფორმა აქვს აღმოაჩინეს უნიკალური "ჰიპერპარაზიტი", რომელსაც რქის ფორმა აქვს
გადახედვა
-
სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ სატურნის თანამგზავრის ბუნებრივი რესურსები შეიძლება სამომავლო მისიების დროს გამოვიყენოთ
გადახედვა
-
"მკვდარი" არამიწიერი ცივილიზაციის კვალი მზის სისტემაშიც შეიძლება ვეძებოთ — კვლევა "მკვდარი" არამიწიერი ცივილიზაციის კვალი მზის სისტემაშიც შეიძლება ვეძებოთ — კვლევა
გადახედვა
-
თეგეტა კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა თეგეტა კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
-
ჰუმანოიდი რობოტები ბრძოლის ველზე — რეალობა თუ ფანტასტიკა? ჰუმანოიდი რობოტები ბრძოლის ველზე — რეალობა თუ ფანტასტიკა?
გადახედვა
-
"ფრენების გაგრძელება ეკონომიკურ აზრს კარგავს" — Azimut-ს, რომელიც რუსეთ-საქართველოს რეისზე დაფრინავს, საწვავის დეფიციტი აქვს "ფრენების გაგრძელება ეკონომიკურ აზრს კარგავს" — Azimut-ს, რომელიც რუსეთ-საქართველოს რეისზე დაფრინავს, საწვავის დეფიციტი აქვს
გადახედვა
-
დუმას ჩეჩენი დეპუტატის ძმას, რომელიც კადროვის გარემოცვიდანაა, ევროპაში უძრავი ქონება და აქტივები აქვს დუმას ჩეჩენი დეპუტატის ძმას, რომელიც კადროვის გარემოცვიდანაა, ევროპაში უძრავი ქონება და აქტივები აქვს
გადახედვა
-
ინგლისური ენის კურსები Levels Academy-ში სამოტივაციო კონკურსი, წლის საუკეთესო მოსწავლეს საჩუქრად — საზაფხოლო სკოლა დიდ ბრიტანეთში ინგლისური ენის კურსები Levels Academy-ში სამოტივაციო კონკურსი, წლის საუკეთესო მოსწავლეს საჩუქრად — საზაფხოლო სკოლა დიდ ბრიტანეთში
-
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენი კიდევ 4 ბრალდებულს გამოუტანეს 4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენი კიდევ 4 ბრალდებულს გამოუტანეს
გადახედვა
-
ისრაელმა ირანში Starlink-ის სისტემები შეაპარა — ყოფილი პრემიერ-მინისტრი ისრაელმა ირანში Starlink-ის სისტემები შეაპარა — ყოფილი პრემიერ-მინისტრი
გადახედვა
-
აღმოაჩინე სილქნეტის საზაფხულო შეთავაზებებში Apple-ს ტექნიკა და განაახლე მოწყობილობები საუკეთესო პირობით აღმოაჩინე სილქნეტის საზაფხულო შეთავაზებებში Apple-ს ტექნიკა და განაახლე მოწყობილობები საუკეთესო პირობით
-
ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე თანამედროვე ბესტსელერის სახელი კროსვორდი: დაასრულე თანამედროვე ბესტსელერის სახელი
გადახედვა

კომენტარები