5 რჩევა იმისთვის, რომ სტომატოლოგთან ვიზიტი იშვიათად მოგიწიოთ
კბილების, ღრძილებისა და ზოგადად პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა, თუმცა დამეთანხმებით, რომ სტომატოლოგთან სიარული სასიამოვნო გამოცდილება არ არის. თუ გნებავთ, რომ ეს უსიამოვნო პროცედურები თავიდან აირიდოთ, გირჩევთ, რომ ქვემოთ მოყვანილ რჩევებს ყურადღებით გაეცნოთ.
1. ძილის წინ კბილების გახეხვა აუცილებელია
ახალი ამბავი არ არის, რომ დღეში კბილების გახეხვა მინიმუმ ორჯერაა საჭირო. კბილების გახეხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძილის წინ, რათა მთელი დღის განმავლობაში კბილებზე დალექილმა საკვებმა ღამით პრობლემები არ შეგვიქმნას. თანაც, ღამის განმავლობაში პირის ღრუში ნერწყვის გამოყოფა მცირდება. ნერწყვი პირის ღრუში არსებული ბაქტერიების წინააღმდეგ თავის დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია, მას ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია, ის ასევე ანეიტრალებს პირის ღრუში მოხვედრილ მჟავებს და წმინდავს კბილებს საკვების ნარჩენებისგან.
2. მიიღეთ ჯანსაღი საკვები
ჯანსაღი საკვების მიღება პირის ღრუს დაავადებების თავიდან აცილებს კარგი გზაა. ჯანმრთელი კბილების შესანარჩუნებლად სასურველია, რომ კალციუმით მდიდარი საკვები მიიღოთ. ისევე როგორც ბოსტნეული, ხილი, ყველი და იოგურტი. პირის ღრუსთვის ასევე სასარგებლოა მწვანე და შავი ჩაი, ისევე როგორც უშაქრო საღეჭი რეზინი. სასურველია უარი ვთქვათ შაქრის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებზე.
3. ნუ მოწევთ
მოწევა პირის ღრუს პრობლემების გაჩენის რისკს რადიკალურად ზრდის. კბილების დაკარგვა, პირის ღრუს კიბო, პაროდონტიტი, ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომელთა გამოწვევაშიც თამბაქო დიდ როლს თამაშობს.
თამბაქო ასევე იწვევს კბილების გაყვითლებას, რაც თქვენ ღიმილზე უარყოფითად აისახება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ყველასთვის ცნობილია, რომ პირის ღრუს პრობლემების გარდა, მოწევა საფრთხეს მთელ ორგანიზმს უქმნის.
4. ფლოსინგი მნიშვნელოვანია
ფლოსინგი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კბილების გახეხვა. კბილებს შორის არსებულ სივრცეში საკვების ნაწილაკები მუდმივად ხვდება, თუმცა კბილის ჯაგრისებისათვის ეს ადგილები მიუწვდომელია. სასურველია, რომ ფლოსინგს დღეში ერთხელ მაინც მიმართოთ. ეს პარადონტიტის რისკს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
5. ზოგჯერ სტომატოლოგთან ვიზიტი აუცილებელია
მნიშვნელოვანია, რომ სტომატოლოგს წელიწადში ორჯერ მაინც ეწვიოთ. ეს ვიზიტები დაგეხმარებათ, რომ პოტენციური პრობლემები მაქსიმალურად სწრაფად აღმოაჩინოთ, რაც თავისმხრივ მათ გადაჭრას ერთიორად გაამარტივებს.
კბილებისა და პირის ღრუს ჯანრმთელობაზე დღეს რუსთავი 2-ის გადაცემა სხვა შუადღეში ისაუბრეს.
კომენტარები