ღაზაში მდებარე "მწუხარების ზოოპარკიდან" 40-ზე მეტი ცხოველი გადაარჩინეს
ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ ოთხი თათი ღაზაში მდებარე ზოოპარკიდან 47 ცხოველი უსაფრთხოდ გამოიყვანა.
"მწუხარების ზოოპარკი", - ასე უწოდებდა უამრავი ადამიანი კონფლიქტურ ზონაში არსებულ ადგილს, სადაც ცხოველები თვეების განმავლობაში წარმოუდგენლად მძიმე პირობებში იმყოფებოდნენ.
ცხოველები იორდანიაში მდებარე ნაკრძალში გადაიყვანეს. გადარჩენილთა შორის არიან ლომები, მაიმუნები, ფარშავანგები და მაჩვზღარბები.
ცხოველების გადაყვანის უფლება ორგანიზაციას ისრაელმა მისცა. ტრანსპორტირების დროს, ისინი 300 კილომეტრს გაივლიან. გადარჩენილ ლომებს აფრიკის სამხრეთ ნაწილში გადაიყვანენ.
"გალიები ცარიელია! ჩვენ ვიხსენით 47 ცხოველი რაფანის ზოოპარკიდან და ისინი ახალ სახლში მიდიან. მადლობა ყველას, ვინც მისიას მხარი დაუჭირა", - წერია ოთხი თათის ტვიტერზე.
1999 წელს გახსნილმა რაფანის ზოოპარკმა მედიის ყურადღება 2019 წლის იანვარში მიიპყრო, როცა ზოოპარკში დაბადებული ოთხი ლომის ბოკვერი სიცივისგან და საშინელ პირობებში ყოფნისგან დაიღუპა. იგივე თვეში, ცოცხალ ლომებს ბრჭყალები სეკატორით დააჭრეს.
ზოოპარკის მფლობელმა, ფაზი ჯომამ ისრაელი და ეგვიპტე დაადანაშაულა ღაზას ჩაკეტისთვის და ზოოპარკში არსებული ვითარება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას დააბრალა.
"შესაძლოა ერთი კვირის კნუტის დაკარგვამ უდიდესი მწუხარება მოგანიჭოს. რთული გადმოსაცემია ის გრძნობა, რომელიც იმ ცხოველების დაღუპვამ მომგვარა, რომლებთან ერთადაც 20 წელი ვცხოვრობდი", - განუცხადა ჯომამ როიტერსს. სწორედ მან სთხოვა დახმარება ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას.
ეს ღაზას რეგიონში მდებარე ერთადერთი ზოოპარკი არაა, რომელშიც ცხოველები უმძიმეს პირობებში აღმოჩნდნენ. 2016 წელს, პალესტინისა და ისრაელის კონფლიქტის პარალელურად, ღაზაში ზოოპარკი მიატოვეს, სადაც ცხოველები შიმშილით დაიხოცნენ.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები