ასტრონომებმა მარსზე მეთანის პოტენციური წყარო აღმოაჩინეს
ასტრონომებმა მარსის ატმოსფეროში წარსებული მეთანის წარმომავლობა ახსნეს.
2003 წელს მარსის ატმოსფეროში მეთანის აღმოჩენის შემდეგ მუდმივად მიდის დავა იმაზე, თუ საიდან შეიძლება ჩნდებოდეს წითელი პლანეტი ატმოსფეროში მეთანი.
როგორც ირკვევა, მეთანის წარმოშობაში როლი გეილის კრატერთან ახლოს არსებულ ყინულის ფენებს მიუძღვის, რომლებიც ერთ დროს ტბას წარმოადგენდნენ.
კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გუშინ გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია ორი კვლევა, რომლებმაც ატმოსფერული მეთანის წყაროდ მარსის ზედაპირზე არსებული ყინულის ფენა დააფიქსირეს. ამ შედეგებამდე მეცნიერები ორი ხომალდის მიერ შეგროვებული მონაცემებითა და მარსის ატმოსფეროს მოდელებით მივიდნენ.
აღსანიშნავია, რომ ამ კვლევებში გამოყენებული მონაცემები ხომალდების მიერ 2013 წელს იყო შეგროვებული, ხოლო 2018 წელს მარსის ორბიტაზე ჩატარებულმა კვლევებმა მარსის ატმოსფეროში მეთანი ვერ დააფიქსირა.
თუმცა, 2018 წელს ჩატარებულ კვლევაში მეცნიერებს ძირითადი აქცენტი ატმოსფეროს ზედა ნაწილზე ჰქონდათ გაკეთებული და ისინი აღიარებენ, რომ მარსის ზედაპირზე არსებული მეთანის წყაროები მათ შესაძლოა თვალთახედვიდან გამორჩენოდათ. ეს ნამდვილად შესაძლებელია, ორი განხილული კვლევიდან ერთ-ერთში როვერ Curiosity-ს მიერ მარსის ზედაპირზე შეგროვებული მონაცემები იყო გამოყენებული. სავარაუდოდ, მეთანის მცირე რაოდენობის დაფიქსირება ორბიტიდან ზედმეტად რთულია.
პლანეტაზე მეთანის არსებობის სიცოცხლესთან დაკავშირება ხშირად ხდება ხოლმე, მარსზე მეთანის არსებობის დადასტურება არ ნიშნავს, რომ წითელ პლანეტაზე სიცოცხლე არსებობს, თუმცა ყინულის ფენებში მეთანის აღმოჩენა შეიძლება მიანიშნებდეს იმაზე, რომ იქ ერთ დროს სიცოცხლე არსებობდა.
ავტორები მეთანის წარმოშობის მიზეზებზე არ საუბრობენ, მათი მიზანი ამ კვლევაში მეთანის წყაროს ადგილმდებარეობის დადგენა იყო.
კომენტარები