ნახეთ, რამდენად შთამბეჭდავად გამოიყურება წყალი ბგერების ზეგავლენის ქვეშ

ფოტო: Linden Gledhill
ლინდენ გლედჰილი ფილადელფიაში მცხოვრები ბიოქიმიკოსია, რომელიც წყლისა და ხმოვანი ბგერების საშუალებით ხელოვნების ულამაზეს ნიმუშებს ქმნის.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გლედჰილი დინამიკებითა და წყლით ექსპერიმენტებს ატარებს, გლედჰილი ამბობს, რომ ეს მისი ჰობია.
გლედჰილი დინამიკზე წყლის კონტეინერს ათავსებს, შემდეგ კი მასზე გავლენას სხვადასხვა სიხშირის ბგერებით ახდენს. როდესაც დინამიკი უკრავს, ის მასზე განთავსებულ წყალში ტალღებს წარმოქმნის, ეს ტალღები, როგორც წესი, ძალიან სწრაფად ვრცელდება და ადამიანს თვალით თითოეული ტალღის აღქმა არ შეუძლია, მათ აღსაბეჭდად გლედჰილი სპეციალურ კამერას იყენებს.
"როდესაც ხმის გამაძლიერებელი გარკვეულ ბგერებს უკრავს, ის წყალში განმეორებად ვიბრაციებს წარმოქმნის. აღნიშნული კამერით კი ამ ციკლში არსებული ინდივიდუალური ვიბრაციების დაჭერას ვახერხებ. როგორც წესი, თვალით ჩვენ უბრალოდ მუდმივად განმეორებად ციკლს ვხედავთ. სწორედ ეს არის მთავარი განსხვავება2", - აცხადებს ის.
გლედჰილმა თავდაპირველად წყლის აღბეჭდვა მაკრო ლინზით გადაწყვიტა. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე დაახლოებით 2,5 სმ სიგანისა და 0.5 სმ სიგრძის ფირფიტაზე არსებულ წყალს ხედავთ.
ფოტო: Linden Gledhill
კამერა, რომელზეც შუქდიოდების რგოლია დამონტაჟებული სითხეს (ამ შემთხვევაში ვისკის) ზემოდან უყურებს და მას შთამბეჭდავ შესახედაობას ანიჭებს.
ფოტო: Linden Gledhill
შუქდიოდის ფერებისა და ხმოვანი ბგერების სიხშირის ცვლილებით გლედჰილი განსხვავებული ვიზუალის მქონე სტრუქტურებს ქმნის.
ფოტო: Linden Gledhill
"მიღებული ფორმები საკმაოდ კომპლექსურია, თანაც, რაც უფრო ვზრდით სიხშირეს, მით უფრო ჩახლართულ სტრუქტურებს ვიღებთ", - აცხადებს ის.
მაღალი სიხშირეები უფრო ჩახლართულ ფორმებს გვაძლევს.
ფოტო: Linden Gledhill
დაბალი სიხშირეებით კი დიდი ზომის, "მშვიდ" სტრუქტურებს ვქმნით. გლედჰილი ქვემოთ მოცემულ ფოტოს უცხოპლანეტელის თავს ამგვანებს.
ფოტო: Linden Gledhill
ქვემოთ სპირტისა და წყლის ნარევში წარმოქმნილი სტრუქტურაა გამოსახული. გლედჰილის თქმით ეს ფორმა ცხვრის თავს წააგავს.
ფოტო: Linden Gledhill
გარკვეულ სიხშირეებზე კი ტალღები ერთმანეთს იმდენად ემთხვევა, რომ იქმნება უძრაობის ილუზია.
ფოტო: Linden Gledhill
გლედჰილმა სითხისთვის განსხვავებული კონტეინერების გამოყენება გადაწყვიტა, მაგალითად, ქვემოთ მაცივრის მაგნიტს ხედავთ, რომლის უკანა ჩაღრმავებულ მხარეში წყალია ჩასხმული.
ფოტო: Linden Gledhill
მსგავსი მეთოდის გამოყენებით გლედჰილმა სიტყვების დაწერაც შეძლო. CYMATICS ინგლისური სიტყვაა, რომელიც რამე გარემოში განმეორებადი ტალღების მიერ წარმოქმნილ ხილულ სტრუქტურებს აღნიშნავს.
ფოტო: Linden Gledhill
გლედჰილმა კვადრატული ფორმის კონტეინერებიც გამოცადა.
ფოტო: Linden Gledhill
შემდეგი ეტაპისთვის გლედჰილს წარმოქმნილი სტრუქტურების შენელებული კადრით ჩაწერა სურდა. კომპანია iX Cameras-მა კი ამისათვის მას $100 000-ის ღირებულების კამერა ათხოვა, რომელსაც წამში რამდენიმე ათასი კადრის გადაღება შეუძლია.
ფოტო: Linden Gledhill
ქვემოთ ვიბრაციის ერთ სრულ ციკლს ხედავთ, აღნიშნული ფოტო კი შეიქმნა კამერით, რომელსაც წამში ერთი მილიონი კადრის გადაღება შეუძლია.
ფოტო: Linden Gledhill
გლედჰილი აცხადებს, რომ ის ფოტოგრაფიითაა დაინტერესებული და ეს ნამუშევრებიც სწორედ ამის შედეგია.
"მე კოლაბორაციისათვის ადამიანებს მუდმივად ვეძებ, ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოტივაციაა", — ამბობს ის.
კომენტარები