როგორ ვიცხოვრებდით ცხოველებთან, ისინი რომ გიგანტური არსებები ყოფილიყვნენ
ფოტო: ariduka55.tumblr.com
იაპონელი ილუსტრატორი, რომელიც სოციალურ მედიაში Ariduka55-ის ფსევდონიმითაა ცნობილი, აქვეყნებს რამდენიმე ილუსტრაციას, რომელშიც გიგანტური ცხოველები ადამიანებთან ერთად ცხოვრობენ.
ილუსტრაციების შთაგონება სტუდიო ჯიბლია, უფრო კონკრეტულად კი ანიმეები: პრინცესა მონონოკე და ტოტორო.
კატები, ძაღლები, ბუები, კურდღლები — არსებები, რომლებიც ჩვეულებრივ სამყაროში გვყავს, მის ილუსტრაციებში ზომით სამსართულიან შენობას უტოლდებიან.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ილუსტრაციას, საიდანაც თითოეული თავის ისტორიას გვიყვება:
1. მგლის ისტორია
იაპონურ მითოლოგიაში, ფერმერებს მგლების საპატივსაცემოდ სალოცავი ჰქონდათ, სადაც მათთვის საკვებს ტოვებდნენ. ლეგენდის თანახმად, მგელი მათ ველური ტახისა და ირმებისგან იცავდა. მას სოფელში სიუხვე მოჰქონდა, ხოლო წყვილისთვის, რომელსაც ბავშვის ყოლა სურდა — ნაყოფიერება. აინუს ტომს სჯეროდა, რომ ისინი მგლისა და ქალღმერთის ნაჯვარი იყვნენ.
2. უზრდელი ფისო
იაპონელები ყოველდღიურ მისასალმებელ სიტყვას, tadaima-ს იყენებენ, რომელიც "სახლში მოვედი"-ს შემოკლებული ფორმაა. ხშირ შემთხვევაში, ამაზე "okaeri"-ს პასუხობენ, იგივე "კეთილი იყოს შენი მობრძანება". მაგრამ, როგორც ჩანს, ილუსტრაციის ფისოს ზრდილობიანად მოქცევა არ სცოდნია.
3. შავი კატა და ტოტორო
გიგანტურმა შავმა კატამ არა მხოლოდ ბუნებაში იპოვა კომფორტი, მან პატარა, ლურჯი მეგობარიც შეიძინა. არსება თავისი დიდი თვალებით ღიბლის სტუდიოს ერთ-ერთ ანიმეს, ტოტოროს, ძალიან ჰგავს.
4. კიცუნეს ტრანსფორმაცია
"Kitsune" იაპონური სიტყვაა და მელას ნიშნავს. ის იაპონურ ტრადიციასა და ფოლკლორში დღემდე ერთ-ერთ პატივსაცემ, დაფასებულ ცხოველად რჩება. ხშირად, სწორედ ასეთ ისტორიებში იგი ინტელექტუალური არსებაა და მაგიურ ძალას ფლობს. იოკაის ფოლკლორის მიხედვით, კიცუნეს ადამიანად ტრანსფორმაცია შეუძლია. სხვა ფოლკლორები ამ უნარს ერთგვარ დამაბნეველ ხრიკს უწოდებენ მტრის მიმართ. იაპონურ მითოლოგიაში მელია ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული, მოსიყვარულე და ერთგული არსებაა.
5. წინამძღოლი ბუ
იაპონელებისთვის არაა უჩვეულო ბუს თილისმის ტარება. როგორც კატები, ისე ბუები მათთვის იღბლის მომტანი არსებები არიან და ადამიანებს ტანჯვისგან იცავენ. ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ბუებს სხვადასხვა ფუნქცია აქვთ დაკისრებული. მაგალითად, ისინი ზოგიერთ ფოლკლორში წინამძღოლ ჩიტებად გვევლინებიან, ხოლო სხვა ტრადიციების მიხედვით, მათ ამინდის წინასწარმეტყველება შეუძლიათ.
6. კატა, როგორც იღბალის სიმბოლო
იმის გარდა, რომ კატას დღემდე თაყვანს სცემენ, იაპონურ კულტურაში მათი დიდი, ფუმფულა ბეწვი იღბალის ნიშანია. ცნობილი იაპონური კატის, maneki-neko-ს ფიგურა, მათი აზრით, ოჯახებს იცავს.
7. "ფიჩხის ძაღლი"
იაპონიაში ყველაზე სათუთად ძაღლის ერთ-ერთ ჯიშს, Shiba Inu-ს უვლიან. ეს ქართულად, პირდაპირი მნიშვნელობით ფიჩხის ძაღლს ნიშნავს. ძაღლებს ტრადიციულად პატარა ცხოველებზე სანადიროდ წვრთნიდნენ, დღეს კი ისინი პოპ-კულტურაში საკმაოდ პოპულარული არსებები არიან.
8. ილუზიის ოსტატი ტანუკები
იაპონური ფოლკლორის მიხედვით, ტანუკები, ენოტისმაგვარი არსებები, ილუზიის ოსტატები არიან. მათ შეუძლიათ გარდაისახონ ისეთ რამედ, როგორადაც მოუნდებათ — თეთრი ღვინის ბოთლიდან დაწყებული მოხუცი ქალით დამთავრებული. სწორედ ასეთი შენიღბვის დროს, ისინი ხალხს იტყუებდნენ თავიანთ თამაშებში, თუმცა ბოროტები არ იყვნენ, უბრალოდ ერთობოდნენ. ასეთი თამაშები ხშირად მათივე უხერხულობითა და სირცხვილით მთავრდებოდა.
9. გლიცინიების ბაღი
იაპონია სავსეა საოცარი პეიზაჟებით, თუმცა ყველაზე ჯადოსნურ გარემოს მათი საკურები ქმნიან. ერთ-ერთი ასეთი ადგილი სწორედ Kawachi Fuji Gardens-ია, რომელიც უამრავ გლიცინიას მფარველობს.
10. პეპელა
პეპელა იაპონელებისთვის მკვდრებისა და ცოცხლების სულია, ვინაიდან, მათი მითოლოგიის თანახმად, მკვდარი სულები პეპლის ფორმას იღებენ სხვა სამყაროში მოგზაურობის დროს.
-
ახალციხეში 9 ავტომობილის და სილამაზის სალონის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს ახალციხეში 9 ავტომობილის და სილამაზის სალონის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
-
თბილისში დააკავეს პირი, რომელიც იმიტირებულ მობილურ ტელეფონებს ალომბარდებდა თბილისში დააკავეს პირი, რომელიც იმიტირებულ მობილურ ტელეფონებს ალომბარდებდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი ექსმაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს "ტერორის სახელმწიფოს" ნიშნად აფასებს სალომე ზურაბიშვილი ექსმაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს "ტერორის სახელმწიფოს" ნიშნად აფასებს
გადახედვა
-
აშშ-ის კონგრესმა რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ ლინდსი გრემის კანონპროექტი დაამტკიცა აშშ-ის კონგრესმა რუსეთისა და ირანის სანქცირების შესახებ ლინდსი გრემის კანონპროექტი დაამტკიცა
გადახედვა
-
ტრამპი EU-ს ტარიფებით დაემუქრა, თუ ბლოკი კანადას "ასოცირებული წევრის" სტატუსს მიანიჭებს ტრამპი EU-ს ტარიფებით დაემუქრა, თუ ბლოკი კანადას "ასოცირებული წევრის" სტატუსს მიანიჭებს
გადახედვა
-
ბოლო სამ წელიწადში პირველად აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა ბოლო სამ წელიწადში პირველად აშშ-ში რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა
გადახედვა
-
ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა ადამიანის უჯრედები თაგვის ტვინში — რა აჩვენა ახალმა ექსპერიმენტმა
გადახედვა
-
ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს ბრალდების 4 ეპიზოდი: პროკურატურა ლილუაშვილის განაჩენთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა რა ქონებას ფლობს გიორგი ზაქარაშვილი, რომელიც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩად დაინიშნა
გადახედვა
-
ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს ტრამპი: კენედის ცენტრი იხურება, თუმცა რემონტი ვერ დაიწყება მანამ, ვიდრე სასამართლო მის სახელზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს
გადახედვა
-
ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება ბოჭორიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება, არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ? ქვიზი: რომელი სუპერმარკეტი ხარ?
-
ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა ჰააგის ტრიბუნალმა კოსოვოს ექსპრეზიდენტი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა
გადახედვა
-
მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს მეცნიერებმა დაბინძურებული ჰაერი სუიციდის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში ხელოვნური ინტელექტის აგენტები კოლოსალურ ელექტროენერგიას მოიხმარენ — ახალი ანგარიში
გადახედვა
-
რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს რუსული ავიაკომპანია Nordwind სოჭის ნაცვლად ფრენებს სოხუმში ამატებს
გადახედვა
-
ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო ახმეტაში უცნობმა კაცმა, სავარაუდოდ, ბავშვის გატაცება სცადა — გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა ვაზიანის ახალ აეროპორტში ინვესტირების და ოპერირების ინტერესი სინგაპურულმა კომპანიამ გამოხატა — მთავრობა
გადახედვა
-
სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა NAEC ე.წ მეორადი ჩარიცხვების მონაწილეებს ურჩევს გადაამოწმონ არჩეული პროგრამა, ქალაქი, ადგილების რაოდენობა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის მოდელებმა საკუთარი ენის შექმნა დაიწყეს — მეცნიერები საფრთხეებზე საუბრობენ
გადახედვა









კომენტარები