მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდში მცხოვრებ პირს 30-მდე კაკლის ხე გაუჩეხეს. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის რადიომ გაავრცელა. მათი ცნობით, ინფორმაცია, თავად დაზარალებულმა მიაწოდა. ელნურ მასიმოვის თქმით, ერთ დღეს 18 ხოლო, მომდევნო დღეს 12 ხე დაუკითხავად გაუჩეხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს.

მსგავსი შემთხვევა მოხდა გორის რაიონის სოფელ არაშენდაში. ფერმერს 128 მსხმოიარობაში ახლად შესული ვაშლის ხე გაუჩეხეს.