კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაცია On.ge-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირებლო მისია.