ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყება
ფოტო: NAEC
რეგისტრაცია ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩასაბარებლად და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია 12 მარტის 10 საათიდან დაიწყება და 3 აპრილის 18 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად იქნება შესაძლებელი.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წელს ორი ან მეტი არჩევითი საგნის გამოცდის მონიშვნის შემთხვევაში და რომელიმე მათგანში ჩაჭრის ან რომელიმე არჩევითი საგნის გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც აბიტურიენტი გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებს.
2019 წელს ცვლილება ოთხ გამოცდას (ქართულ ენასა და ლიტერატურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და უცხოურ ენებს) შეეხება. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არ შეიცვლება მინიმალური კომპეტენციის დადგენილი პროცენტული ზღვარი.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა.
3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა. სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნება. პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ. რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება გვერდი, რომელზეც განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.
საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 3 აპრილის 18 საათამდე უნდა გაიარონ.
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა
-
New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია New York Times-მა 21-ე საუკუნის 100 საუკეთესო სერიალი დაასახელა — იხილეთ სია
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული ახალი კვლევის თანახმად, უძილობა ინსულტის გაზრდილ რისკთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
-
სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა სამადაშვილი: ანტიდემოკრატიული კანონებით ივანიშვილმა საქართველოს EU-ში წევრობა შეუძლებელი გახადა
გადახედვა
-
თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა თეგეტა Farizon—ის სერვისის სტანდარტებს აძლიერებს — გეზის ფილიალმა საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა
-
თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა თბილისის საჯარო საბავშვო ბაღებში კვების შეზღუდვები მოიხსნა
გადახედვა
-
POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ POLITICO: საქართველო იმ ქვეყნების სიაში ვერ მოხვდა, რომლებსაც EU-ში გაწევრიანების "საგზაო რუკებს" შესთავაზებენ
გადახედვა
-
კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს კახეთში გზების მშენებლობისთვის საქართველო AIIB-სგან €158.5 მლნ-იან სესხს მიიღებს
გადახედვა
-
არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას არტემ გრიბული: მე და ანასტასია ზინოვკინას არ გვაძლევენ დაქორწინების საშუალებას
გადახედვა
-
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ტურისტი გაგუდული იპოვეს — დააკავეს 25 წლის კაცი
გადახედვა
-
AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა AI აგენტების "ურჩობის" ფონზე OpenAI-მ ახალი მოდელების წვრთნა შეაჩერა
გადახედვა
-
YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ YouTube, TikTok, Meta და X ფილმ მასკის რეკლამის განთავსებაზე უარს ამბობენ
გადახედვა
-
ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან ლევან მაჭავარიანი: "სიმჩატე" არ გვახასიათებს და უნდა დაველოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს აშშ-დან
გადახედვა
-
შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი? შვეიცარიაში ნეიტრალიტეტის გამკაცრების ინიციატივა ჩავარდა — რაზე ჩატარდა რეფერენდუმი?
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები რუსეთმა ბირთვული დარტყმისგან დასაცავად ურალში გიგანტური ბუნკერი ააშენა | ფოტოები
გადახედვა
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული ღვინის ეროვნული სააგენტო: კახეთში ამ დროისთვის 100 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული
გადახედვა
კომენტარები