2000-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარი ანიმაციური სერიალი Clifford the Big Red Dog ეკრანზე 2020 წლის ნოემბერში დაბრუნდება.

რეიტინგული ანიმაციური სერიალი ამჯერად მხატვრული ფილმის სახით დაბრუნდება და მასზე კინოსტუდია Paramount იმუშავებს.

კლიფორდი ტელეეკრანზე პირველად 2000 წლის 4 სექტემბერს გამოჩნდა და ის ნორმან ბრაიდველის საბავშვო წიგნის მიხედვით შეიქმნა. შოუ საერთო ჯამში სამი წლის განმავლობაში გადიოდა და ერთ-ერთ საუკეთესო ანიმაციად ითვლებოდა.

სერიალი 100-ზე მეტ ქვეყანაში გადიოდა, მათ შორის საქართველოშიც.

გარდა მხატვრული ფილმისა, გასული წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ შესაძლოა ამაზონმა 2019 წლის ბოლოს ანიმაციური სერიალის გაგრძელებაც გადაიღოს.