მარნეულში, გაზგგასამართ სადგურთან ავტომობილი დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი გაზგასამართ სადგურზე არ გადასულა.

უწყებაში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე თქმით, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.