თბილისში, რუსთაველის გამზირზე ლადო ბედუკაძეს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. მათივე ცნობით, ორივე მხარე იდენტიფიცირებულია.