ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბარსელონასთან ახლოს, ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ euronews.com წერს.

გამოცემის ცნობით, გარდაიცვალა ერთი პირი, რომელიც მატარებელს მართავდა, ხოლო მძიმედ დაშავდა 3 ადამიანი.

კატალონიის მთავრობის ცნობით, ავარიის შედეგად დაზიანებები დაახლოებით 100-მა ადამიანმა მიიღო, მათ შორის უმეტესი მსუბუქად დაზიანდა. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ავარიის მიზეზი არასწორ ლიადანგზე მოძრავი მატარებელი გახდა.