რა უნდა ვიცოდეთ ანტიბიოტიკების შესახებ?
ფოტო: Texas A&M Health Science Center
ზამთარში ძალიან გავრცელებულია სხვადასხვა ვირუსები, დაავადებები, ხველა, ყელის ტკივილი და კიდევ ბევრი ნიშანი, რაც ჩვენს დასუსტებას და ინაქტიურობას იწვევს. ამ დროს ადამიანები ხშირად სვამენ კითხვას, უნდა მიიღონ თუ არა ანტიბიოტიკები.
პასუხი არ არის ყოველთვის დადებითი. ანტიბიოტიკების მიღებამდე მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ დიაგნოზი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყოთ მკურნალობა.
ცხადია, ყველას სურს, რომ სწრაფად გამოჯანმრთელდეს, თუმცა ამისთვის ანტიბიოტიკები არ არის ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ მოგიყვებით რამდენიმე ფაქტს მის შესახებ, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, სანამ თვითმკურნალობას დაიწყებდეთ.
ანტიბიოტიკები ყველაფერს არ შველის
მართალია, ანტიბიოტიკები ბაქტერიულ ინფექციებს კარგად უმკლავდება, მაგრამ ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ ვერაფერს აწყობს. ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ ძალა, დაამარცხონ გაციება და ვირუსის სხვადასხვა ფორმები.
თუკი ფიქრობთ, რომ ეს ხომ ისედაც ყველამ იცის, მაშინ მოითმინეთ. გეტყვით, რომ 2012 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველი მესამე ადამიანი ფიქრობს, რომ ანტიბიოტიკები გაციების დროს ეფექტური სამკურნალო საშუალებაა.
ასე რომ, ყოველთვის, როცა გაცივდებით ან რაიმე სხვა ვირუსი შეგეყრებათ, აუცილებლად ესტუმრეთ ექიმს. მოუყევით მას თქვენი სიმპტომების შესახებ მაქსიმალურად დეტალურად და ის დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, გჭირდებათ თუ არა ანტიბიოტიკები.
არარეკომენდებული ანტიბიოტიკების მიღებამ შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მოგაყენოთ, ვიდრე დაგეხმაროთ
ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ ანტიბიოტიკების დალევა თავის დაზღვევაა. ასეთი დამოკიდებულება წამლების მიმართ არარაციონალურია. წამლების უმრავლესობა ქიმიური პროცესებით მიიღება, შესაბამისად მას ადამიანის ორგანიზმზე გავლენა აუცილებლად აქვს. ზოგჯერ დადებითი, ზოგჯერ კი ძალიან უარყოფითიც.
ბაქტერიები დროთა განმავლობაში წამლის მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებენ, რაც მათ მკურნალობას ართულებს. ასეთმა შემთხვევებმა, იშვიათად, მაგრამ მაინც - შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი მომაკვდინელები ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც წამლებზე აღარ რეაგირებს.
რეზისტენტული ბაქტერიების დასამარცხებლად, ეფექტური მედიკამენტების პოვნა საკმაოდ რთულია, მითუმეტეს, თუ საქმე მძიმე ინფექციურ შემთხვევას ეხება. ასეთ დროს, აუცილებლად უნდა ერიდოთ ადამიანების დიდ ჯგუფთან ურთიერთობას, რადგან ბაქტერიების გავრცელების საშიშროება ძალიან მაღალია.
ყველა ანტიბიოტიკი ყველაფერს არ შველის
ანტიბიოტიკები, რომლებიც საშარდე გზების ინფექციას შველის, ასეთივე წარმატებით ვერ განკურნავს სურდოსა და ყელის ტკივილს. ფართოდ გავრცელებული წამლები, რომლებიც თითქმის ყველას ოჯახში მოიპოვება, შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს იმისგან, რომელიც ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ.
მთავარი ისაა, რომ თუკი არასწორ მედიკამენტს მიიღებთ, ის არ იქნება ეფექტური.
ამის გარდა, ამგვარი მედიკამენტების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასიამოვნო გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება და რაც ყველაზე სახიფათოა, თქვენი იმუნიტეტი შეიძლება მნიშვნელოვნად დაზიანდეს. ეს კი, სხვადასხვა ინფექციების ზრდას ხელს შეუწყობს.
...ბოლოს კი გეტყვით, რომ "რა იცი როდის დამჭირდება" მიზნით, ძველ ანტიბიოტიკებს ნუ შეინახავთ
ალბათ ხშირად გსმენიათ ასეთი წინადადება: "ბოლოს რომ ცუდად ვიყავი, მაშინ მომრჩა წამლები და ის დავლიე."
ეს ძალიან დიდი შეცდომაა. პირველ რიგში იმ მიზეზების გამო, რომელიც ზემოთ აღვწერეთ. ვერასდროს იქნებით დარწმუნებული, რომ წინა დაავადების დროს გამოყენებული მედიკამენტი, ახლაც ეფექტური იქნება.
კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ არასწორი მედიკამენტების მიღების დროს, თქვენ რისკავთ საკუთარ ჯანმრთელობას. ამიტომ ყოველთვის, როცა ჯანმრთელობის პრობლემა გექნებათ, მიმართეთ ექიმს.
სწორედ ანტიბიოტიკები იყო ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემა გადაცემა სხვა შუადღეში, რომლის ჩანაწერიც ფეისბუქზე შეგიძლიათ ნახოთ.
-
მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს მეცნიერებმა OCD-ის, ტურეტის სინდრომისა და აუტიზმის საერთო გენეტიკურ კავშირებს მიაგნეს
გადახედვა
-
ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა ნავთობის ფასმა ივლისის შემდეგ პირველად ბარელზე $100-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა ეკლესიას თბილისში სიმბოლურ 1 ლარად კიდევ ერთი უძრავი ქონება გადაეცემა
გადახედვა
-
ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის" ნინო წილოსანი: "ღარიბაშვილმა აღიარა დანაშაული, რომელიც ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენი გუნდისთვის"
გადახედვა
-
სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა სოვლაბი IPA-ის გამოხატვის თავისუფლების დამცველთა ჯილდოს მოკლე სიაში მოხვდა
გადახედვა
-
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
-
სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება სუს-ის უფროსი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ჩინეთში იმყოფება
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ თამაზ ელიზბარაშვილი პატიმრობაში დატოვა
გადახედვა
-
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე: ჩემთვის დასავლური სანქციები სიმართლისთვის მიღებული ორდენებია
გადახედვა
-
ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია ალიევების ოჯახი აზერბაიჯანში 15-მდე მდიდრულ რეზიდენციას ფლობს — მედია
გადახედვა
-
მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა მთვარე, შესაძლოა, სულ რაღაც 5 საათში წარმოიქმნა — კვლევა
გადახედვა
-
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ჭიათურელი მაღაროელების განაჩენი ძალაში დატოვა
გადახედვა
-
ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია ფილარმონიის რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის კონკურსი მესამედ გამოცხადდა — ბიუჯეტი 6,5 მლნ ლარია
გადახედვა
-
ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს ერევანი რუსეთის მიერ სომხურ პროდუქციაზე დაწესებულ შეზღუდვებს ასაჩივრებს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა შალვა პაპუაშვილმა სინდისის პატიმრებს ბრიუსელის და ელჩების "უსინდისობის პატიმრები" უწოდა
გადახედვა
-
სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები — შალვა პაპუაშვილი ღარიბაშვილის წერილზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის! ჯო უილსონი: "ქართული ოცნება" საქართველოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე ყიდის!
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს შალვა პაპუაშვილი: სიცრუე სიმართლედ ვერ იქცევა მხოლოდ იმიტომ, რომ ბრიუსელი მას დაჟინებით იმეორებს
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს თამაზ ელიზბარაშვილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას იწყებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს მნიშვნელოვანია არა რას აკეთებ, არამედ როგორ — ნიკა ლებანიძის წერილი 19 წლის საკუთარ თავს
-
ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია? ქვიზი: გახსოვს, რომელი მდინარე უფრო გრძელია?
კომენტარები