10 წიგნი, რომელიც საუკეთესო საახალწლო საჩუქარია
ფოტო: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
წლის ყველაზე მხიარული ღამე სულ უფრო ახლოვდება და წინასაახალწლო სამზადისიც პიკს აღწევს. საჩუქრების შერჩევით თუ გადაიღალეთ, შეგახსენებთ, რომ წიგნი საუკეთესო საჩუქარია - ამაზე დავაც კი არ ღირს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი სწორად შერჩეული წიგნია. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 10 წიგნს, რომელიც ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის გაგიადვილებთ საჩუქრის შერჩევას.
1. მონანიება - იან მაკიუენი
მონანიება საყოველთაოდ მიჩნეულია მაკიუენის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად.
ბუკერისა და სხვა მრავალი პრესტიჟული პრემიის ლაურეატის, იენ მაკიუენის ერთ-ერთი გამორჩეული რომანი ოთხი ნაწილისა და დროის სამი მონაკვეთისგან შედგება. ტალისების მრავალრიცხოვანი ოჯახის უმცროსი ქალიშვილის, ბრაიონის საბედისწერო შეცდომა შეყვარებული წყვილის - სესილია ტალისისა და რობი ტერნერის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის, ხოლო ბრაიონის დიდი ძალისხმევა სჭირდება მონანიებისათვის.
თანამედროვე ლიტერატურის კლასიკად მიჩნეული იან მაკიუენი თოთხმეტი რომანისა და მოთხრობების ორი კრებულის ავტორია.
► მთარგმნელი: ანა აბულაშვილი
2. დენს, დენს, დენს - ჰარუკი მურაკამი
ჰარუკი მურაკამის მისტიკურ დეტექტივში სიუჟეტი ტრილოგიის პირველ ნაწილში – ნადირობა ცხვარზე – აღწერილი მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება. სასტიკი რეალობის წინაშე მარტო დარჩენილი მამაკაცისთვის, რომელსაც ცოლიც მიატოვებს და საყვარელი კატა მოუკვდება, ცხოვრება ერთფეროვანი, მონოტონური და გაუსაძლისი ხდება. იგი თავს გარიყულად, დაკარგულად გრძნობს და ყველანაირ კავშირს წყვეტს რეალობასთან. ერთადერთი, რისკენაც ის ისწრაფვის, კავშირის აღდგენა და ცხოვრებისთვის აზრის მინიჭებაა. ამ მიზნისკენ კი მეგზურობას უჩვეულო პერსონაჟები და ამბები უწევენ.
► მთარგმნელი: ირაკლი ბერიაშვილი
3. შენი სახელი დამძახე - ანდრე ასიმანი
ეგვიპტური წარმომავლობის ამერიკელი მწერალის, ესეისტისა და კრიტიკოსის ანდრე ასიმანის შენი სახელი დამიძახე განსაკუთრებული და დაუვიწყარი სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. 17 წლის ელიოსა და 24 წლის ამერიკელი სტუდენტის, ოლივერის ვნებით აღსავსე ისტორია გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩრდილოეთ იტალიის პატარა ქალაქში ვითარდება. საზაფხულო თავგადასავალი, რომელსაც ავტორი სენტიმენტალიზმისგან დაცლილი თხრობის მანერითა და გამორჩეული გულახდილობით გვიყვება, ვერც ერთ კითხვებს ვერ დატოვებს გულგრილს. გახმაურებული რომანის მიხედვით 2017 წელს გადაღებულმა ამავე სახელწოდების ფილმმა უამრავი საერთაშორისო პრიზი დაიმსახურა, მათ შორის ამერიკის კინოაკადემიის ჯილდო საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.
► მთარგმნელი: გურამ ღონღაძე
4. ნატურმორტი ლაგამით - ზბიგნიევ ჰერბერტი
პოლონელი პოეტისა და ესეისტის, ზბიგნიევ ჰერბერტის, ნატურმორტი ლაგამით ჩვიდმეტ ესეს აერთიანებს, რომლებიც ერთგვარი კულტურულ-ისტორიული გზამკვლევია მე-17 საუკუნის ჰოლანდიის ხელოვნებაში. ჰერბერტი ჰოლანდიელ მხატვრებსა და მათ შემოქმედებაზე გვიამბობს, თუმცა ყურადღების მიღმა არ რჩება ჰოლანდიელი ხალხის ხასიათი, მათი ნაკლები თუ ძლიერი მხარე. იმდროინდელი ჰოლანდიური მხატვრობისთვის დამახასიათებელ ნატურმორტებსა და ყოფით სცენებს, რომლებშიც ხშირად სხვადასხვა მორალისტური მესიჯი მოიაზრება, ავტორი დეტალურად აღწერს და განიხილავს. ამით მკითხველს ნამუშევრის, იმდროინდელი ყოფისა და ისტორიულ-სოციალური კონტექსტის გააზრებას უმარტივებს. წიგნი თანაბრად საინტერესოა როგორც ხელოვნების მკვლევართათვის, ისე მოყვარულთათვის.
► მთარგმნელი: ამბროსი გრიშიკაშვილი
5. ორლანდო - ვირჯინია ვულფი
ვირჯინია ვულფი აღიარებულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მოდერნისტ მწერლად და ნოვატორად. ჯეიმზ ჯოისის კვალდაკვალ იგი პირველთაგანია, ვინც შეიმუშავა და გამოიყენა "ცნობიერების ნაკადის" სტილი ლიტერატურაში. ორლანდო სრულიად განსხვავებული სტილისტიკის რომანია, ორიგინალური ფანტასმაგორია, სადაც ავტორი ჟამთააღმწერლად გვევლინება და მსუბუქი ირონიით, ხანაც მძაფრი სატირით ხატავს იშვიათი გარეგნობისა და პოეტური ნიჭით დაჯილდოებული დიდგვაროვანი ინგლისელი ჭაბუკის ზღაპრულ მოგზაურობას საუკუნიდან საუკუნეში, სამყაროდან სამყაროში, მის გარდასახვას მამაკაციდან ქალწულად და შემდეგ შეყვარებულ ქალად... ვირჯინია ვულფის ამ რომანმა საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა XX საუკუნის ლიტერატურაზე და იგი დღესაც მუდმივი მჯელობის და კვლევის საგანია.
► მთარგმნელი: ლელა დუმბაძე
6. თუ ზამთრის ღამით მოგზაური - იტალო კალვინო
იტალო კალვინო თანამედროვე იტალიური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორია, რომლისგანაც იღებს კიდეც სათავეს იტალიური პოსტმოდერნული პროზა. თუ ზამთრის ღამით მოგზაური რთული თამაშია, თხრობის, ენის თუ სტილის თვალსაზრისით. ეს არის წიგნი, რომლის მთავარი პერსონაჟიც თავად მკითხველია, რომელიც მინიშნებას, დახმარებას, ინტერპრეტაციის გასაღებს, მწერლის განზრახვას ეძებს ამ წიგნში. მკითხველი ცდილობს, გაუმკლავდეს უცნაურ ენობრივ და სტილისტიკურ თამაშს, გამოაღწიოს დაწყებული, ერთმანეთში გადამავალი და უკვალოდ გამქრალი ამბების ხლართიდან და არ შეეგუოს აზრს, რომ მის ცნობისმოყვარეობას დაკმაყოფილება არ უწერია.
► მთარგმნელი: ხათუნა ცხადაძე
არ დაგავიწყდეთ, რომ ახალი წელი განსაკუთრებულად ჯადოსნური პატარებისთვისაა და სწორად შერჩეული წიგნით ეს დღე შეგვიძლია მათთვის კიდევ უფრო დაუვიწყარი გავხადოთ. ასე რომ, არ დაიზაროთ საჩუქრის არჩევა და ჩვენი რჩევებიც შეგიძლიათ დაიხმაროთ.
7. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა - ჯ.კ როულინგი (ჯიმ ქეის ილუსტრაციებით)
ჯიმ ქეის ილუსტრაციებით გაფორმებული ისტორია ბიჭის შესახებ, რომელიც გადარჩა, გულგრილს ვერც მაგლებს და ვერც ჯადოქრებს დატოვებს. შთამბეჭდავად გაფორმებული ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა ნებისმიერი ასაკის მკითხველს მრუდე ქუჩისა თუ ჰოგვორტსის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობას და დაუვიწყარ თავგადასავლებს ჰპირდება!
► მთარგმნელი: მანანა ანთაძე
8. ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის - ელენა ფავილი, ფრანჩესკა კავალო
60 მხატვარი ქალის მიერ შთამბეჭდავი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს გამოცემა ნებისმიერი ასაკის მკითხველს მოხიბლავს და ყველა გოგონას შთააგონებს რომ არაფერია შეუძლებელი: არც კოსმოსში გაფრენა, არც ქვეყნის მართვა, არც ახალი წამლის გამოგონება და არც ნობელის პრემიის აღება. ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის 100 მიზანდასახული, მეამბოხე ქალის ისტორიას აერთიანებს, რომლებმაც საკუთარი შეუპოვრობითა და სიმამაცით, ბრძოლითა და ხმამაღალი საუბრით მოახერხეს წარმატების მიღწევა. მათ შორის მკითხველი აღმოაჩენს ნაკლებად ცნობილ ქალებსაც, რომლებმაც მსოფლიო ისტორიას საკუთარი კვალი დაამჩნიეს. ესენი არიან ათლეტები, აქტივისტები, მწერლები თუ მეცნიერები.
► მთარგმნელი: სალომე ბენიძე
9. ხუთეული განძის კუნძულზე - ენიდ ბლაიტონი
ენიდ ბლაიტონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო მწერალია. მისი წიგნები მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი. ავტორის ყველაზე პოპულარული სერიის „ცნობილი ხუთეულის“ პირველ წიგნში ჯულიანი, დიკი, ენი, ჯორჯი და ტიმი კუნძულ კირინის გამოკვლევას გადაწყვეტენ და სწორედ აქ იწყება მათი დაუვიწყარი თავგადასავალი. კირინის ძველისძველი ციხესიმაგრე იდუმალებითაა მოცული და ბავშვებს წარმოდგენაც არ აქვთ, რას ან ვის აღმოაჩენენ სასახლის ბნელ დილეგში. სერიის მეორე წიგნი - ხუთეულის ახალი თავგადასავალი ქართულ ენაზე უკვე თარგმნილია, ხოლო მესამე წიგნს - ხუთეული იდუმალ კვალზე მკითხველი სულ მალე იხილავს.
► მთარგმნელი: ანი კოპალიანი
10. მიწისქვეშელები - მრუდე ვერცხლი - ჯენიფერ ბელი
თუ ვინმე იტყვის რომ ჯადოსნობა არსებობს, არ უნდა ენდოთ, რადგან აივისა და სების ცხოვრება მას მერე იცვლება, რაც ბებოს სახლში, სამზარეულოს კედელზე მათ თვალწინ ჯადოსნური ფრთა ავბედით წერილს ამოკაწრავს. მალე და-ძმა ლანდინორის უცნაურ სამყაროში აღმოჩნდება, სადაც ჩვეულებრივი ნივთები საოცარ ძალას ავლენენ. თუმცა, ცხადია, სადაც ძალაა, იქ ხშირად ბოროტებაც ისადგურებს, ამიტომ აივისა და სების კვალდაკვალ წინ ჯერ კიდევ ბევრი თავგადასავალია! ტრილოგიის მეორე ნაწილი, მიწისქვეშელები - ქვიშის საათი წიგნის მაღაზიების თაროებს სულ მალე შეემატება.
► მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
"ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე "ფაქტობრივად, ბადრი პატარკაციშვილი [7 ნოემბრის მოვლენებმა] მოკლა" — ირაკლი რუხაძე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოზე
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბანკის წარმომადგენელმა ეროვნული ბანკის მიერ განათლების ხელშეწყობის მიზნით ორგანიზებულ კონფერენციაზე პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება









კომენტარები