ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ არჩევნების გაყალბების ყველა მექანიზმი გამოიყენა, რაც კი მსოფლიოში არსებობს.

უდუმაშვილის თქმით, მიუხედავად გაყალბებისა და დარღვევებისა, ქართული ოცნება დამარცხებულია და ეს ასეც იყო.

ენმ-ს წევრი გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს და აქტივისტებს მოუწოდებს, რომ მათი მთავარი ამოცანა საარჩევნო უბნების დაცვა და ხმების დათვლაზე მაქსიმალური კონტროლია, რათა მმართველ გუნდს მანიპულაციის საშუალება არ მისცენ.