ცინცინატის ზოოპარკში ბეჰემოთი ცხოვრობს, სახელად ფიონა და ის ისეთივე გრაციოზულია, როგორც მისი სახელის ჟღერადობა.

როცა ჰელოუინზე დესერტად გოგრა მიიღო, ის მას გემრიელად შეექცა და ამ პროცესში გართულს, მოულოდნელად შეუფერებელი რამ დაემართა — ფეხი დაუცდა და აუზში მოადინა ზღართ... კხმ... მსუბუქად ჩაცურდა.

ვიდეოში ეს მომენტი რამდენჯერმე მეორდება და თითოეულში, ფიონა სიტუაციის ფლობას არ კარგავს.

თუ დედოფალ ფიონაზე მაინც ნერვიულობთ, ცინცინატის ზოოპარკმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის უვნებელია და თავს მშვენივრად გრძნობს.