ნუკრი ქანთარია: არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინური მატრიოშკის გაპრეზიდენტებას
ქართული ოცნების დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარული სხდომიდან საზოგადოებას მიმართა და უთხრა, რომ "ქვეყანას მეორე ტურის ხიფათი უახლოვდება". ქანთარიამ ოცნების სხვა ლიდერების მსგავსად გაიმეორა, რომ ესმის არჩევნებზე არმისული ამომრჩევლის გულდაწყვეტა და წყენის დაგროვება ხელისუფლების მიმართ. თუმცა, მათ წყენის გადადებისკენ მოუწოდა.
"ყველანი ერთად არ დავუშვებთ რუსული მენტალიტეტის ჩინური მატრიოშკის გაპრეზიდენტებას, რომლის შიგნითაც ზის სააკაშვილი და იმის შიგნით სხედან სხვა მატრიოშკები", — განაცხადა ქანთარიამ და აღნიშნა, რომ ქართული ოცნების გვარდიის იმედი აქვს.
ქანთარიას თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლის არავის ეშინია. "უბრალოდ მათი ჩამოსვლით ყველა წარმატება წაიშლება და პრობლემები დაგროვდება", — აღნიშნა მან.
ხელისუფლება, დამოუკიდებელი კანდიდატი და მედია ვაშაძის წინააღმდეგ
მას შემდეგ, რაც არჩევნების პირველი ტურის შედეგები გახდა ცნობილი მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ორი დღის განმავლობაში ამ საკითხზე არ ისაუბრა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის კანდიდატურის მოხსნას აპირებდა. ჟურნალისტების კითხვაზე რას აპირებდა კანდიდატი, მან უპასუხა "როცა დაგიბარებთ, მაშინ გიპასუხებთ".
ამ დღეების განმავლობაში შეიცვალა ხელისუფლების რიტორიკაც. მაგალითად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ქართული საზოგადოებისგან შეცდომებზე მკაფიო გზავნილი მიიღეს. ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ კი აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ჰქონდა გადაჭარბებული თავდაჯერება და არ ჰქონდა საკმარისი კომუნიკაცია საზოგადოებასთან. მისივე თქმით, ამომრჩევლის ნაკლებობა გამოიწვია იმანაც, რომ არ ჰყავდათ საკუთარი კანდიდატი და მხარი დაუჭირეს ზურაბიშვილს.
თუმცა, მეორე დღეს, მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი ბრიფინგზე კალაძესთან და ოცნების სხვა წევრებთან ერთად წარსდგა და დაადასტურა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს. მისი თქმით, არ დაუთმობს ქვეყანას გრიგოლ ვაშაძესა და რუსეთს.
სალომე ზურაბიშვილისა და მმართველი პარტიის გარდა, მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს ბრძოლა გამოუცხადა ტელეკომპანია იმედმაც. ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ ტელევიზიაში განაცხადეს, რომ არ დაუშვებენ რეჟიმის დაბრუნებას და მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადიან.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა რუსეთში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ზვავის ჩამოწოლის შედეგად სულ მცირე 11 ალპინისტი დაიღუპა
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები ავტოაუქციონი ბათუმში — წარმოდგენილი ავტომობილები და რეგისტრაციის წესები
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა შსს: დააკავეს პირი, რომელმაც ნათესავი სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ აღმოაჩინეთ სასტუმროები და აუზები, სადაც Amex-ის შეთავაზებები გელოდებათ
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები