House of Cards-ის უკევინსპეისო სეზონმა კრიტიკოსებისგან საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა
ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ, ნეტფლიქსის სერიალი, ბანქოს სახლი 2 ნოემბერს ბრუნდება, თანაც ფინალური სეზონით.
ახალ სეზონთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ვიცით არის ის, რომ შოუში აღარ იქნება კევინ სპეისი და მთელი აქცენტი ამერიკის ახალ პრეზიდენტ კლერ ანდერვუდზე გაკეთდება.
პრემიერამდე ჯერ კიდევ ერთ კვირაზე მეტია დარჩენილი, თუმცა კრიტიკოსებს ჰქონდათ საშუალება შოუს ფინალური სეზონის რამდენიმე ეპიზოდი ენახათ.
როგორც აღმოჩნდა, შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და House of Cards-ის უკევინსპეისო სეზონმა კრიტიკოსებისგან საუკეთესო შეფასებები დაიმსახურა.
Variety-ის კრიტიკოსი წერს, რომ მიუხედავად არც თუ ისე დიდი მოლოდინისა, შოუს ფინალური სეზონი იმაზე გაცილებით შთამბეჭდავია, ვიდრე სხვა სეზონები.
"ფრენკ ანდერვუდი მკვდარია და ეს ყველამ ვიცით. როგორც აღმოჩნდა, ამას ხელი არ შეუშლია სერიალის შემქმნელებისთვის, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი გადაეღოთ. აღსანიშნავია რობინ რაითის ბრწყინვალე შესრულება, რომელმაც მაყურებელს აჩვენა, რომ ის ბანქოს სახლის მთავარი მოთამაშეა", - წერს რივიუში დენიელ დადარიო.
The Hollywood Reporter-ის ტელეკრიტიკოსი, დენიელ ფინბერგი რობინ რაითსა და შოუს სხვა მსახიობებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ სერიალს საერთოდ არ ეტყობა უკევინსპეისობა.
"თუ თქვენ ბანქოს სახლის ახალ სეზონს ნახავთ, გვერწმუნეთ, საერთოდ ვერ იგრძნობთ, რომ შოუში კევინ სპეისი არ არის. ამისთვის დიდი მადლობა რობინ რაითს, დაიან ლინსა და გრეგ კინერს, რომლებმაც მოახერხეს და ნეტფლიქსის შოუს ახალი სიცოცხლე შესძინეს. ფინალური სეზონის ყურების დროს, გაქვს განცდა რომ სრულიად სხვა, ახალ და ორიგინალურ სერიალს უყურებს, რომელიც იმსახურებს იმას, რომ გაგრძელდეს", - წერს ფინბერგი.
House of Cards-ის ფინალურ სეზონს ხუთიდან სამი ვარსკვლავი მიანიჭა ტელეგრაფმა. ედ პოვერი წერს, რომ რობინ რაითმა აღებულ პასუხისმგებლობას თავი ბრწყინვალედ გაართვა და შოუ გადაარჩინა.
სერიალს დადებითად აფასებს Baltimoresun-ის კრიტიკოსი დევიდ ზურავიკი და ხაზს უსვამს იმ თემებს, რომლებზეც ფინალურ სეზონში აქცენტი კეთდება.
"გენდერი, მიზოგენია, ოლიგარქია, ავტოკრატია, მხდალი პოლიტიკოსები - ეს ის თემებია, რომლებიც ბანქოს სახლის იმ ხუთ სერიაში მთავარი დასაყრდენია, რომლებიც ჩვენთვის [კრიტიკოსებისთვის] გასულ ღამეს ხელმისაწვდომი გახდა. სერიალმა, უფრო მეტად კი რობინ რაითმა ბანქოს სახლი ჩამოშლისგან იხსნეს", - წერს ზურავიკი.
Slashfilm-ის მიმომხილველი, კრის ევანგელისტა კი ფინალურ სეზონს სერიალის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს უწოდებს.
"ბანქოს სახლის ფინალური სეზონი, უკანასკნელი წლების საუკეთესო ნამუშევარია. გვაძლევს საშუალებას ბოლომდე გადავეშვათ კლერ ანდერვუდის საშიშ და ბნელით მოცულ სამყაროში და ეს იმდენად დიდი თავგადასავალია, მისი დავიწყება მაყურებელს გაუჭირდება", - წერს ტელეკრიტიკოსი.
აღსანიშნავია, რომ ფინალურ სეზონთან დაკავშირებით, მაყურებელს არც თუ ისე დიდი მოლოდინი ჰქონდა, ინტერნეტსივრცეში წერდნენ, რომ ფრენკ ანდერვუდის (კევინ სპეისი) პერსონაჟის გარეშე შოუ ვერ შედგებოდა, თუმცა, თუ კრიტიკოსებს დავუჯერებთ, ნეტფლიქსმა ბანქოს სახლის ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი გადაიღო. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, 2 ნოემბერს დაველოდოთ და თავად შევაფასოთ, გადაარჩინა თუ არა რობინ რაითმა ბანქოს სახლი ჩამოშლისგან.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები