სამეფო კარის თამაშების ფინალური სეზონის გადაღებები ოფიციალურად დასრულდა. თითქმის ყველა მსახიობი ინსტაგრამისა თუ სხვა სოციალური ქსელის საშუალებით, ემოციური პოსტით დაემშვიდობა სერიალსა და თავის პერსონაჟს.

როგორც აღმოჩნდა, შოუს ფინალის გადაღებისას, მოედანზე თავად შონ ბინიც (ნედ სტარკი) მივიდა და მსახიობებს შეხვდა.

როგორც ცნობილია, მსახიობების შეხვედრა გადასაღებ მოედანზე სპეციალურად, კონან ობრაიენის გადაცემისთვის შედგა და ის აუცილებლად გავა მომდევნო წელს.