გორის რაიონში, სოფელი კირბალთან ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეებმა ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

უწყებაში არ აკონკრეტებენ თარიღს, როცა საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სუს-ის პრესსამსახურის თქმით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.