შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ბრალდებულს ცხელ კვალზე მიაკვლიეს.

საქმეზე გამოძიება სიახლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ამ მუხლით, ყაჩაღობა ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.