ქუთაისში შუა ხნის კაცი მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ე.წ საფიჩხიის სასაფლაოზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.