ნახეთ ნორვეგიელი ბიჭი და მისი ძაღლი, რომლებიც სალაშქროდ ერთად დადიან (ფოტოები)
ყველა ვთანხმდებით, რომ ძაღლი ადამიანის შეუცვლელი მეგობარია, რადგან მათ ჩვენდამი უანგარო სიყვარულს, ერთგულებასა და ზრუნვას ვერაფერი შეედრება, თუმცა ნორვეგიელი ჯორჯისა და მისი შინაური ცხოველის ურთიერთობა მაინც განსაკუთრებული მოგეჩვენებათ.
საქმე ის არის, რომ ძაღლსაც და მის პატრონსაც ერთნაირად უყვართ ლაშქრობა და გაუვალი ტყეებისა თუ თვალუწვდენელი მთების მოსანახულებლად მეტი არც არავინ სჭირდებათ.
ჯორჯი უკვე 4 წელია ლაშქრობით არის გატაცებული და მთელი ამ დროის მანძილზე ცდილობდა, რომ ყველა შთამბეჭდავი მომენტი კადრზე აღებეჭდა.
"როდესაც სალაშქროდ მივდიოდი, ტროჯა ყოველთვის თან მიმყავდა, თუმცა ფოტოების გადაღების იდეა მხოლოდ მაშინ გამიჩნდა, როდესაც სხვა ადამიანებმა შეგვამჩნიეს და ჩათვალეს, რომ ჩვენი უჩვეულო ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო", - ამბობს ჯორჯი.
ნორვეგიელი ბიჭისა და მისი ერთგული ძაღლის თავგადასავლები კი აი ამ ფოტოებმა შემოგვინახა:
კომენტარები