საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონის განხილვა გადაავადა
ფოტო: Swapan Photography / Shutterstock
საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონის პროექტის განხილვა გადაავადა. გადაწყვეტილება დეპუტატებმა 17 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მიიღეს. გადავადება ნიშნავს, რომ კანონპროექტის საკომიტეტოს განხილვა პარლამენტში ჯერ არ დაიწყება. უცნობია გადავადების ზუსტი დროც.
"ჩვენ, რაც მთავარია, ვუსმენთ საზოგადოებას, ეკლესიას, ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ გადაწყვეტილება ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, აუცილებლად იქნება მიღებული ფართო კონსულტაციების საფუძველზე. ამაში იქნება ჩართული ფართო საზოგადოება, მათ შორის, ამაში იქნება ჩართული, რა თქმა უნდა, ეკლესია, და ასეთი კონსულტაციების საფუძველზე, მივიღებთ ჩვენ საბოლოოდ გადაწყვეტილებას, რომელიც იქნება ქვეყნის ინტერესების შესაბამისი და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების შესაბამისი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კანონპროექტის გადავადების გადაწყვეტილება უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაუპირისპირდა.
სასულიერო პირების ნაწილმა, თბილისის საკრებულოსთან პარაკლისი აღავლინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.
პარაკლისის დასრულების შემდეგ, მრევლს მამა შალვა კეკელიამ მიმართა. მისი თქმით, ეკლესია ორ გადაწყვეტილებას აპროტესტებს: პირველი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებას ეხება, ხოლო მეორე, კანაფის სამედიცინო მიზნებით კულტივაციასა და ექსპორტს.
მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კანაფის ექსპორტზე მუშაობდა საქართველოს საპატრიარქომ რადიკალური განცხადებები გააკეთა. ისინი შეეწინააღმდეგნენ ხელისუფლებას და განაცხადეს, რომ მზად არიან აჩვენონ საკუთარი ძალა.
მეუფე იაკობი ხელისუფლებას დაემუქრა და განაცხადა, რომ ქვეყნის ღალატს არავინ აპატიებს. მეუფე ანტონიმ კი ტოკ-შოუ რეაქციაში "სანთლების რევოლუცია" დააანონსა.
სასულიერო პირებმა აქამდეც გამართეს საპროტესტო აქცია. მათ გააპროტესტეს მარიხუანის ლეგალური მოხმარების შესახებ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება და ბათუმში, გამართულ აქციაზე საკონსტიტუციო სასამართლოს გაუქმება მოითხოვეს. პატრაირქმა კი განაცხადა, რომ ნარკოტიკების მოხმარებაზე ნების დართვა არის ერის მტრობა.
-
ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები ხელოვნური ინტელექტი დამწყებთათვის სამუშაო ადგილებს ამცირებს — აშშ-ის ახალი მონაცემები
გადახედვა
-
OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს OpenAI-ს ხელოვნურმა ინტელექტმა წესები კიდევ 6-ჯერ დაარღვია — კომპანია შემთხვევებს ასაჯაროებს
გადახედვა
-
UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება UNWTO-ს გენმდივანი საქართველოში იმყოფება
გადახედვა
-
ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა ევროს ღირებულება 3 ლარს ჩამოსცდა
გადახედვა
-
ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს ახალი პრეპარატი კიბოს უჯრედებს საკუთარივე დამცავი მექანიზმით ანადგურებს
გადახედვა
-
მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს მოზარდებში სოციალური ქსელების ჭარბი გამოყენება დეპრესიისა და შფოთვის რისკთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს ნიადაგში მოხვედრილი მიკროპლასტმასა ტოქსინებისა და მიკრობების გავრცელებას უწყობს ხელს
გადახედვა
-
ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა ქომაგობა არ ჩერდება — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს. თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
-
ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს ნეტფლიქსმა სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი გაიმეორა და მალე სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია წელს, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 81 ფაქტი გამოვლინდა — გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1,3 მლნ ლარია
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან" ალეკო ელისაშვილი: "ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან"
გადახედვა
-
სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა სად ქრებიან ფრინველები? — მიგრაციის საიდუმლო, რომლის ამოხსნასაც საუკუნეები დასჭირდა
გადახედვა
-
სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს სერგეი შოიგუ შალვა პაპუაშვილს ციტირებს და მის განცხადებას იწონებს
გადახედვა
-
"საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group "საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა ევროპული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია" — SOC Group
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ ნიკოლ ფაშინიანი: თუ ჩვენი CSTO-დან გარიცხვა უნდათ, მაშინ გაგვრიცხონ
გადახედვა
-
ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით ChatGPT-სთან ჩვენს მიმოწერებს სხვა ადამიანები კითხულობენ — რა ვიცით
გადახედვა
-
ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო" ნონა ქურდოვანიძე: "გრანტების მართვის სააგენტოს დაფუძნება მოსაჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი იყო"
გადახედვა
-
თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან თათა ოქრუაშვილი — მუსიკა, სცენა და ახალი შეხვედრა მსმენელთან
-
კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება კანადა ევროკავშირთან "ასოცირებული წევრობის" იდეას მიესალმება
გადახედვა
-
მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი სამშენებლო ზედამხედველობის გაციფრულებას გეგმავს
გადახედვა
-
ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა ილჰამ ალიევმა ევროპარლამენტს "კორუმპირებულების ბუდე" უწოდა
გადახედვა
კომენტარები