თიბისი ბანკის გორგასლის ფილიალში უცნობმა პირმა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შეაგდო და ხანძარი გააჩინა. ამის შესახებ On.ge-ს თვითმხილველმა, გიორგი ქავთარაძემ განუცხადა.

მისივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, პოლიციამ ბრალდებული უკვე დააკავა.

"შემოვიდა და დაიყვირა, ვინც გაასწრებთ, გაიქეცითო, დააგდო მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი გააჩინა. კლიენტებიც და ოპერატორებიც გარეთ გამოვცვივდით", - ჰყვება თვითმხილველი.

მომხდარ ფაქტს თიბისი ბანკის პრესსამსახურშიც ადასტურებენ.

On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ შემთხვევის დეტალებს არკვევენ და დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.