ბათუმში 50-წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შსს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ბათუმელების ცნობით, დაჭრილს 4 ტყვია აქვს ნასროლი – ხელსა და ფეხში. ის ამ დროისთვის რეფერალურ საავადმყოფოშია.