აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია ავტოავარიაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ეხო კავკაზა ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ავარია სირიიდან აფხაზეთის დელეგაციის დაბრუნების დროს მოხდა. მათივე თქმით, დელეგაციის მანქანებს სხვა მანქანა შეეჯახა. სხვადასხვა მედიასაშუალებების ინფორმაციით, გაგულიას გარდა სხვა არავინ დაშავებულა.

გენადი გაგულია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად 2018 წლის აპრილში დაინიშნა.