ილიაუნი ფილოსოფოს გურამ თევზაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს
ფოტო: ილიაუნი
2018 წლის 31 აგვისტოს ფილოსოფიის დოქტორი, მთარგმნელი და პროფესორი გურამ თევზაძე გარდაიცვალა. ქართველი ფილოსოფოსი 2006 წლიდან 2018 წლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო. გამოქვეყნებული ჰქონდა 214 ნაშრომი ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ჩინურ, გერმანულ ენებზე, მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია. გარდა ამისა, გურამ თევზაძის სახელს უკავშირდება ისეთი დიდი ფილოსოფოსის ნაშრომის თარგმნა, როგორიცაა მარტინ ჰაიდეგერი.
ილიაუნი აღიარებულ პროფესორს სამძიმრის წერილით გამოეთხოვა.
"გარდაიცვალა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, გურამ თევზაძე. მისი მრავალრიცხოვანი მოწაფეების შეფასებით, გურამ თევზაძე არის ადამიანი, რომელმაც იცხოვრა საბჭოთა კავშირში და შეძლო ყოფილიყო დასავლურიყაიდის მეცნიერი. შრომის ეთიკა და აკადემიური კეთილსინდისიერება იყო ის, რასაც გურამ თევზაძე ფილოსოფიის ისტორიასა თუ კანტის ფილოსოფიასთან ერთად ასწავლიდა თავის სტუდენტებს. თაობებისთვის თავად იყო როლური მოდელი ამ მხრივ.
მისი კოლეგებისა და მრავალრიცხოვანი მოწაფეების შეფასებით, ძალიან დიდია, მრავალფეროვანი და ხარისხიანი ის მემკვიდრეობა, რომელიც გურამ თევზაძის მიერ დაწერილი სახელმძღვანელოების, მონოგრაფიებისა თუ თარგმანების სახით რჩება ქართულ აკადემიურ სივრცეს: „გერმანელი ნეოკანტიანელების შემეცნების თეორია" (1963), „ნიკოლაი ჰარტმანისონტოლოგიის კრიტიკა” (1967), „იმანუელ კანტი” (1974), „ანტიკური ფილოსოფია” (1995), „შუა საუკუნეების ფილოსოფიის ისტორია” (1996), „მეოცე საუკუნის ფილოსოფიის ისტორია” (2002), „აღორძინების ფილოსოფიის ისტორია” (2008). ამ ნაშრომების გარეშე დღეს ფაქტობრივად წარმოუდგენელია ქართულ ენაზე ფილოსოფიის სპეციალობის შესწავლა.
გურამ თევზაძის მიერ თარგმნილი მარტინ ჰაიდეგერის “ყოფიერება და დრო” (1989 წ.) არის საეტაპო მნიშვნელობის თარგმანი როგორც ქართული ფილოსოფიურიტერმინოლოგიის განვითარების, ასევე ქართული ფილოსოფიური აზროვნების თვალსაწიერში ფუნდამენტური ონტოლოგიისა თუ ეგზისტენციალიზმის პრობლემების შემოტანისთვალსაზრისით. ბევრნაირად შეიძლება ბატონი გურამის განვლილი გზის დახასიათება, მაგრამ ამისათვის ყველაზე კარგად მისივე სიტყვები გამოდგება:
„ფილოსოფოსი არის ადამიანი, რომელიც ცხოვრების საზრისის დასაბუთებას ეძიებს. ადამიანი, როგორც სასრულო მოაზროვნე, ე. ი. გონიერი არსება, არსებითად არისგანსხვავებული სხვა არსებებისაგან. ცხოვრების საზრისის დასაბუთება უსასრულო ამოცანაა. ადამიანი სასრულოა და მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი ცხოვრების საზრისი. ...ადამიანის ‘სპეციფიკა’, განსხვავებით იმ არსებათაგან, რომლებიც არ აზროვნებენ და იმ აზროვნებისაგან, რომელიც აბსოლუტური აზროვნებაა - ღმერთისაგან, - არის ის, რომ იგი მუდამეძებს ცხოვრების საზრისს". (ინტერვიუ სამეცნიერო ჟურნალში "ფილოსოფიური განაზრებანი" 2002 წ.). მადლობა მას, რომ თავისი ლექციებით ცხოვრების საზრისის დასაბუთების ძიებისამ უსასრულო პროცესის მონაწილენი გაგვხადა", - ნათქვამია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში.
გურამ თევზაძეს 4 სექტემბერს, 15:00 სთ-ზე დაკრძალავენ. მას მიხეილ თამარაშვილის 9 ნომრიდან გამოასვენებენ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები