ახალ ზელანდიაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს ანაზღაურებად შვებულებას მისცემენ
ფოტო: Green Party
ახალი ზელანდიის პარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომლის მიხედვითაც დამქირავებელი ვალდებულია, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს წელიწადში ათდღიანი ანაზღაურებადი შვებულება მისცეს.
შვებულების აღებას შეძლებენ როგორც თვითონ მსხვერპლები, ასევე ისინი, ვინც ძალადობის მსხვერპლ ბავშვებზე ზრუნავს. კანონი კრძალავს მსხვერპლის დისკრიმინაციას. ასევე, ითვალისწინებს, რომ მან დამსაქმებლისგან მოქნილი სამუშაო პირობები მოითხოვოს.
BBC წერს, რომ ახალი ზელანდია პირველი ქვეყანაა, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის ანაზღაურებად შვებულებას აწესებს. ანალოგიური კანონები განიხილება კანადასა და ავსტრალიაში.
25 ივლისს ინიციატივას ზელანდიის პარლამენტში 63 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტს მხარი დაუჭირა მწვანეების პარტიისა და მმართველი ორი პარტიის დეპუტატებმა. წინააღმდეგი იყო 57 დეპუტატი.
დეპუტატმა ჯენ ლოჯიმ, რომელმაც შეიტანა კანონპროექტი 2016 წელს, განმარტა, რომ არსებული კანონი ძალადობის მსხვერპლებს არ აძლევს საშუალებას აუცილებელი იურიდიული საქმეები მოაგვარონ, ასევე, იპოვონ საცხოვრებელი და გაიარონ თერაპია. მან, ასევე, დაამატა, რომ ოჯახში ძალადობამ "სიცოცხლესა და სამსახურს შორის" საზღვარი არ იცის. ბევრი მოძალადე თავის მსხვერპლს სამსახურში ურეკავს, ემუქრება მას და სამსახურიდან მის დათხოვნას ცდილობს. კიდევ ერთმა დეპუტატმა თქვა, რომ ახალი კანონი მსხვერპლებს დროსა და სივრცეს მისცემს, რათა დაისვენონ და "გადაეწყონ".
ოპოზიცია ამბობდა, რომ კანონი ოჯახში ძალადობას ვერ შეაჩერებს და დამსაქმებლები თანამშრომლის აყვანისას დაიწყებენ "ფილტრაციას" იმის მიხედვით, გახდება თუ არა ის ძალადობის მსხვერპლი. ასევე, ნაციონალური პარტიის წევრები ითხოვდნენ, რომ ზარალის თავიდან ასაცილებლად შვებულების ფული არა მცირე და საშუალო ბიზნესს, არამედ სახელმწიფოს აენაზღაურებინა. კანონის მომხრეები კი ამტკიცებდნენ, რომ ოჯახში ძალადობის გამო დამსაქმებლები უკვე განიცდიან ზარალს, მათ შორის, მსხვერპლების სამსახურიდან დათხოვნით.
განვითარებულ ქვეყნებს შორის ახალ ზელანდიაში ოჯახში ძალადობის რიცხვი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. პოლიციას ოჯახში ძალადობის ინციდენტებზე ყოველ ოთხ წუთში უწევს რეაგირება.
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით შალვა პაპუაშვილი: რაც უფრო მეტად გაქებს ბრიუსელი, მით უფრო მეტად გვნებს ის საკუთარი გადაწყვეტილებებით
გადახედვა
-
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ის რეგისტრაცია აღუდგა
გადახედვა
-
რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"? რატომ ვუწოდებთ ნობელიანტებს "ლაურეატებს"?
გადახედვა
-
გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა გარდაბანში მამამ შვილისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კაცი დანით მოკლა
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა პაველ ჰერჩინსკი: საკუთარი იდენტობის შენარჩუნებასა და ევროინტეგრაციას შორის არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, ეს ყალბი დილემაა
გადახედვა
-
ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო ბაზისბანკმა, ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, BSTDB-ისგან 25 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო
-
ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში ვის უწინასწარმეტყველებენ წლევანდელ ნობელს ლიტერატურაში
გადახედვა
-
თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა თეონა ჭალიძე: პროტესტის გამოხატვის გამო ვასილ მაღლაფერიძემ საზმაუს რადიოგადაცემაში სტუმრობა გამიუქმა
გადახედვა
-
საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები? საქართველოში ახალი კომერციული ბანკი შეიქმნა — ვინ არიან დამფუძნებლები?
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ კიმ კარდაშიანსა და კანიე ვესტს შვილებზე მეტი ძიძა ჰყავთ
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა POG: 90 500 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
კომენტარები