გადასარჩენად გვირაბს ვთხრიდით - რას ყვებიან ტაილანდის მღვიმიდან გამოსული ბავშვები
ფოტო: Reuters
დადგა ის მომენტი, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა. ტაილანდის გამოქვაბულში დაკარგული ბავშვები და მათი მწვრთნელი პრესასთან პირველად გამოჩნდნენ. როგორც BBC წერს, ჟურნალისტებთან შეხვედრის შემდეგ ისინი სახლში ოჯახებს დაუბრუნდნენ.
როგორც ჩიანგარის გუბერნატორმა განაცხადა, ეს იყო ერთადერთი პრესკონფერენცია, სადაც ბავშვები გამოჩნდნენ და ამის შემდეგ ისინი ჟურნალისტების წინაში აღარ გამოვლენ. პრესკონფერენციაზე ასევე იყვნენ ის ექიმი და ორი მაშველი, ვინც ოპერაციის განმავლობაში გამოქვაბულში ბავშვებთან და მწვრთნელთან რჩებოდა.
ბავშვები პრესკონფერენციაზე ამბობდნენ, რომ სანამ მაშველებს ელოდნენ გადარჩენისთვის რიგრიგობით გამოქვაბულის კედლებს თხრიდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა ოთხი მეტრის სიღრმის ორმოს ამოთხრა მოახერხა.
მოზარდებმა მომენტი, როდესაც ბრიტანელმა მყვინთავებმა ისინი იპოვეს, აღწერეს, როგორც "არაჩვეულებრივი". გამოქვაბულში მყოფთაგან მხოლოდ ერთმა მოზარდმა, 14 წლის ადულმა იცოდა ინგლისური და მყვინთავებთან პირველი შეხვედრისას სწორედ მან თქვა "გამარჯობა".
მწვრთნელმა აკემ თქვა, რომ როდესაც მყვინთავებმა ჰკითხეს რომელს სურდა პირველი გასულიყო გამოქვაბულიდან, სურვილი არავის გამოუთქვამს. მისივე თქმით, გამოქვაბულში ყოფნის განმავლობაში ისინი ერთმანეთს ძალიან შეეჩვივნენ. აკემ, ასევე, იხუმრა, რომ პირველი ისინი გადაარჩინეს, ვინც გამოქვაბულთან შორს ცხოვრობდა. აკეს ხუმრობა კი სიმართლე აღმოჩნდა, ბიჭებმა ასე თვითონ გადაწყვიტეს ვინ უნდა გასულიყო პირველი.
"ის, ვისი სახლიც უფრო შორს იყო, პირველები გავიდნენ, რათა სხვებისთვის მოეყოლათ, რომ კარგად ვიყავით", - დაამატა მწვრთნელმა.
მწვრთნელმა, ასევე, განმარტა, რომ ცურვა ყველა მათგანმა იცის და ვარჯიშის შემდეგ ერთად არაერთხელ უცურიათ. მედიაში გავრცელებული იყო ინფორმაცია, თითქოს ბავშვების გადარჩენის ოპერაცია რთულდებოდა, რადგან არც ერთმა ბავშვმა ცურვა არ იცის.
მისივე თქმით, გამოქვაბულში გასართობად წავიდნენ, რადგან არც ერთი ბიჭი მანამდე იქ ნამყოფი არ იყო. თავიდან გეგმავდნენ, რომ გამოქვაბულში ერთ საათი გაეტარებინათ, თუმცა უკან გამოსვლისას შეამჩნიეს, რომ წყლის დონე მომატებული იყო. როდესაც უკვე გამოქვაბულში დაბნელდა აკე მიხვდა, რომ გამოსვლა გაუჭირდებოდათ და ბავშვები შიგნით გამოქვაბულში შეიყვანა, რათა ღამე გაეთიათ. მას იმედი ჰქონდა, რომ წყლის დონე დილისთვის დაიწევდა. მწვრთნელმა თქვა, რომ სანამ ნესტიან გამოქვაბულში დაიძინებდნენ ერთად ილოცეს.
"კლდიდან წამოსულ წყალს ვსვამდით", - თქვა ერთ-ერთმა 16 წლის პორნჩაიმ. "თავიდან თავს კარგად ვგრძნობდით, მაგრამ ორ დღეში სისუსტე ვიგრძენით".
გუნდის ყველაზე პატარა წევრმა, 11 წლის შანინმა კი დაამატა, რომ ცდილობდა საჭმელზე არ ეფიქრა, რადგან ამის გამო უფრო მეტად შიოდა.
რამდენიმე მოზარდმა თქვა, რომ დასჯის ეშინოდათ, რადგან მშობლებისთვის ნათქვამი არ ჰქონდათ, რომ გამოქვაბულში მიდიოდნენ. ერთ-ერთი დარდობა, რომ საშინაო დავალება არ ჰქონდა გაკეთებული.
სავარაუდოდ, ბიჭები დროებით ბუდისტურ მორჩილებაში იქნებიან - ეს ტაილანდური ტრადიციაა კაცებისთვის, რომლებმაც დიდ უბედურებას გადაიტანენ. კითხვაზე, რა ისწავლეს მომხდარიდან, ერთ-ერთმა უპასუხა, რომ შეეცდებოდა გახდეს კარგი ადამიანი და მოქალაქე.
მოზარდები ყვებიან, რომ გამოქვაბულში 10-დღიანი ყოფნისას ფიქრობდნენ მშობლებზე და თავიანთ საყვარელ საჭმელზე.
პრესკონფერენციისთვის კითხვები ბავშვთა ფსიქოლოგთან წინასწარ იყო შეთანხმებული. ამასთანავე ექიმებმა მოზარდების ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა შეაფასეს, როგორც "ძალიან კარგი".
ბიჭებმა, ასევე, მადლობა გადაუხადეს ტაილანდის მყვინთავ-მაშველებს, რომლებიც ოპერაციის მსვლელობისას მათთან ერთად იყვნენ გამოქვაბულში და ეთამაშებოდნენ, ზოგიერთმა მათგანმა თქვა, რომ წლების შემდეგ ტაილანდის ფლოტში სურთ მსახურება.
"ამ გამოცდილებამ მასწავლა დავაფასო ცხოვრება, ამან მე გამაძლიერა", - თქვა 11 წლის შანინმა.
ჯამში პრესკონფერენციამ ხალისიანად ჩაიარა. ჟურნალისტებთან მოზარდები ფეხბურთის თამაშით გამოჩნდნენ და თავიანთი გუნდის, Wild Boars-ის მაისურები ეცვათ.
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ოჯახის წევრებთან მუდმივი კონტაქტი ბავშვებს დაეხმარება, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. ექიმები, ასევე, აღნიშნავენ, რომ ფსიქოლოგიური ტრავმის ნიშნები შესაძლოა, რამდენიმე თვეში გამოუვლინდეთ. გადარჩენილთაგან ოთხს, მათ შორის მწვრთნელს, ტაილანდის მოქალაქეობა არ ჰქონდა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს, ოთხივე მათგანისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროცედურა დაწყებულია.
23 ივნისს ტაილანდის გამოქვაბულში დაკარგული 12 ბავშვი და მწვრთნელი ცხრადღიანი ძებნის შემდეგ გამოქვაბულის სიღრმეში ცოცხლები იპოვეს. ამის შემდეგ დაიწყო მათი გადარჩენის რთული ოპერაცია.
სამაშველო ოპერაცია ართულებდა გამოქვაბულში წყლის მომეტაებული დონე და ბავშვების ფიზიკური მდგომარეობა. 8 ივლისს დაიწყო სამაშველო ოპერაცია და გამოქვაბულში ცარჩენილები სამი დღის განმავლობაში ცალ-ცალკე ჯგუფებად გამოჰყავდათ.
გამოყვანის შემდეგ ისინი სასწრაფოდ გადაჰყავდათ საადამყოფოში.
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს გაერო: ელ-ნინიო 2027 წლის თებერვლამდე გაგრძელდება და შესაძლოა რეკორდულად ძლიერი იყოს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება საყოველთაო ნათლობის 74-ე ეტაპისთვის, მსურველთა რეგისტრაცია იწყება
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა
-
ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ, მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს
გადახედვა
-
საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"? საჯარო რეესტრმა პარტიის რეგისტრაცია დაახარვეზა და განაცხადი განხილვის გარეშე დატოვა — რას გეგმავს "ჯერ საქართველო"?
გადახედვა
-
ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები დღეს საქართველოში არსებულ ვითარებას განიხილავენ
გადახედვა
-
ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას ფოტოები უკვე წაშალეთ? — აი, კიდევ როგორ გაასუფთავებთ iPhone-ის მეხსიერებას
გადახედვა
-
რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები რას ვიგებთ ჰარი პოტერის სერიალის ახალი ტრეილერიდან? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს შალვა პაპუაშვილი 2024–2025 წლების აქციებზე დაკავებულებს "უსინდისობის პატიმრები" უწოდებს
გადახედვა




კომენტარები