სახლი "ზღვის ხედით" — ფოტოისტორია
ბათუმში ხუმრობენ "ნეტაი, სადმე იმდენი ბავშვი თუ იბადება, რამდენი სახლიც შენდება, აქ ვინ უნდა იცხოვროს." ქალაქში გასეირნების შემდეგ დაფიქრდებით, რომ ეს ხუმრობა რეალურია.
"ქარავდება სახლი ზღვის ხედით" — მნიშვნელობა არ აქვს ბათუმში მატარებლით ჩახვალთ, მიკროავტობუსით თუ თვითმფრინავით ეს პირველი ფრაზაა, რომელსაც ტაქსის მომსახურების შეთავაზების შემდეგ მოისმენთ. მსგავსი შინაარსის წარწერები გვხვდება კედლებზე, განათების ბოძებსა და პარკებშიც. დამსვენებლებისთვის ბინის მიქირავება ქალაქში აქტიური ბიზნესია.
დამსვენებლების უმეტესობას სურს სახლიდან შავი ზღვის ხედით დატკბეს, თუმცა სურვილის რეალიზებას მხოლოდ მცირედი თუ შეძლებს, რადგან ხედი მხოლოდ ზღვის სანაპიროსთან მდებარე სასტუმროებს და სახლებს, უფრო ზუსტად, მათ ნაწილს შერჩათ.
ზღვის ხედი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია ბათუმში. ხედზე მონადირე კომპანიები ქალაქში ერთიმეორეზე მაღალ შენობებს აგებენ, შედეგად კი არამხოლოდ ზღვის, არამედ მზის ხედიც იკარგება.
"ახლო" მეზობლობა
გარდა იმისა, რომ მაცხოვრებლებს ზღვის და მზის ხედი ეკარგებათ მთავარ პრობლემად რჩება ის, რასაც სანაცვლოდ იღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმელები ახლომეზობლური კავშირებით არიან ცნობილი, პირადი სივრცის ასე დაკარგვა არ მოსწონთ.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
მიუხედავად ამისა, ბათუმში მშენებლობები გრძელდება.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
კომენტარები