ნიჟნი ნოვგოროდში საგზაო ორმო მხოლოდ მას შემდეგ ამოავსეს, რაც ხორვატიისა და არგენტინის ფანების მთავარი გასართობი ამ ორმოში სურათების გადაღება გახდა.

ამ ქალაქში ხორვატიისა და არგენტინის ნაკრებებმა 21 ივნისს ითამაშეს.

ორმო ამჟამად ამოვსებულია და ქალაქის მმართველობამ განაცხადა, რომ გრუნტის ჩავარდნის მიზეზებს სწავლობენ.