როგორც ჩანს, რაღაც დოზით მშობლები ყველას აგდებენ უხერხულ მდგომარეობაში, მაშინაც კი, თუ ისინი ბიონსე და ჯეი-ზი არიან.

მუსიკის უძლიერეს წყვილს ტურნე აქვს, რომელზეც ისინი თავიანთი ცხოვრების დეტალებს ასაჯაროებენ. ვიდეოები სიმღერებს შორის შესვენებებზე გადის და მასში ასახულია ხელოვანების ცხოვრება, ტურნესთვის მზადება, ოჯახური და პირადი ცხოვრების დეტალები. არის კადრები, რომლებშიც ისინი შიშვლები არიან.

სწორედ ერთ-ერთი ასეთი ვიდეო გადიოდა, როცა მაყურებლებში მჯდომი ბლუ აივი მშობლების შიშველი კადრების მომსწრე გახდა.

მაშინ, როცა მთელი არენა აღფრთოვანებული უყურებდა მისტერ და მისის კარტერების ცხოვრების დეტალებს, უხერხულობაში ჩავარდნილი ბლუ აივი სასაცილო სახეებს იღებდა და იმალებოდა.