შეხვედრა საგარეოში - ელჩები სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას ეხმაურებიან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოში აკრედიტებულ ელჩების კორპუსს გააცნო. ელჩებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარები გააკეთეს, მათ დაგმეს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება და მხარი დაუჭირეს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო საზღვრებში.
საფრანგეთის ელჩის საქართველოში პასკალ მონიეს განცხადებით, საფრანგეთი მხარს უწერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
"საფრანგეთი ყოველთვის დგას ამ პოზიციაზე. ჩვენთვის არაფერს ნიშნავს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება, ამ ნაბიჯს საერთო არაფერი აქვს საერთაშორისო სამართლის ნორმებთან", - განაცხადა პასკალ მონიემ.
ევროკავშირის ელჩის საქართველოში იანოშ ჰერმანის განცხადებით, სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს და ევროკავშირის მტკიცე და გრძელვადიან პოლიტიკას არაღიარების შესახებ.
"ევროკავშირი დგას საქართველოს გვერდით. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით და დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს არის ჩვენი უმთავრესი პრინციპი", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში ჰაიკე რენატე პაიჩის განცხადებით, გერმანია გმობს სირიის მთავრობის გადაწყვეტილებას.
"გერმანია და ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი მხარს უჭერს საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს", - განაცხადა ელჩმა.
სირიამ რუსეთისგან ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა. საქართველომ კი პასუხად სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.
სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს, სამოქალაქო ომის პერიოდში, რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა. პუტინი სირიის ომში კიდევ უფრო აქტიურად მაშინ ჩაერთო, როცა ასადი სამხედრო და ეკონომიკური კუთხით დასუსტდა. რუსული ავია ბომბები ხვდება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებს, თავდასხმები ასევე ხორციელდება დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ სირიის თავისუფალ არმიასა და მშვიდობიან მოქალაქეებს.
სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა მანამდე აღიარა რუსეთმა, ნიკარაგუამ, ნაურუმ და ვენესუალამ.
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
-
გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა ირაკლი კობახიძე ნაურუს პრეზიდენტს, დევიდ ადეანგის ტელეფონით ესაუბრა
გადახედვა
-
ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება ცხელი სასმლის მიღება მართლა გვაგრილებს? — რას ამბობს მეცნიერება
-
როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ როგორ ვისიამოვნოთ შოკოლადით ისე, რომ ენერგიის მკვეთრი ვარდნა არ გამოვიწვიოთ
-
მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
გადახედვა
-
ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა ეკლები, ბრჭყალები და ნესტარი — რატომ არ არსებობს ბუნებაში ჩხვლეტის "იდეალური" ფორმა
გადახედვა
-
10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით 10 რამ, რასაც ონლაინგანათლების გარეშე ვერ შევძლებდით
-
თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა თეგეტა მოტორსის მხარდაჭერით, კარტინგში საქართველოს ჩემპიონატის III ეტაპი გაიმართა
-
ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე
-
ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს
გადახედვა
-
რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს? რას გულისხმობს "დროებითი სკოლა", რომლის მოწყობასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს?
გადახედვა
-
არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა თელავში გაიმართება — 22-ე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო
კომენტარები