სიცხესთან გასამკლავებლად იაპონელი ფერმერები ღამით მუშაობენ
ფოტო: Issei Kato/Reuters
ექსტრემალური სიცხე იაპონელ ფერმერებს აიძულებს, რომ ღამე იმუშაონ, რადგან დღისით მუშაობა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის საშიშია. DW წერს, რომ მაღალი სიცხე არა მხოლოდ ადამიანზე, არამედ ცხოველებსა და ფრინველებზეც უარყოფითად მოქმედებს.
ყვავილებისა და სატაცურის მწარმოებლებიდან დაწყებული, კვერცხის მწარმოებლებით დამთავრებული — ფერმერები სამუშაო გრაფიკს ცვლიან.
ტოკიოს ჩრდილოეთით, მზის ჩასვლის შემდეგ, 36 წლის მოტოაკი იიჯიმას სათბური ფანარივით ანათებს. ხელოვნური განათების ქვეშ ის ვარდისფერ და ნარინჯისფერ გერბერებს კრეფს. როდესაც გარეთ ტემპერატურა 35 გრადუსს აჭარბებს, სათბურში სიცხემ შესაძლოა 40 გრადუსზე მეტი იყოს.
ფერმერმა ღამით მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სამი წლის წინ მისმა თანამშრომელმა მზესუმზირას კრეფისასმზის დარტყმა მიიღო.
"თანდათან ღამის ცხოვრების წესზე გადავედით. ეს ჩვენი სხეულის და, საბოლოო ჯამში, ჩვენი სიცოცხლის დაცვას ეხება," — განუცხადა მან Reuters-ს.
იაპონიაში ფერმერთა დაახლოებით 70% სულ მცირე 65 წლისაა, რის გამოც ისინი სიცხის მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადნი არიან. 2024 წელს იაპონიაში ექსტრემალური სიცხის შედეგად 59 აგრომუშაკი გარდაიცვალა — ორჯერ მეტი, ვიდრე 2021 წელს. ყოველი რეკორდულად ცხელი ზაფხული ჯანმრთელობის სერიოზულ რისკს უქმნის ამ დაბერებად დარგს.
ფოტო: Reuters
ადამიანების გარდა, ექსტრემალური სიცხით ცხოველებიც იტანჯებიან. 33 გრადუს ცელსიუსზე ქათმები ქოშინებენ. 48 წლის ტეცუია უსუბას ქათმის ფერმაში დილის 2:30 საათზე შუქი ავტომატურად ირთვება, რათა 4 400-მა კვერცხისმდებელმა ქათამმა ჭამა იქამდე მოასწროს, სანამ დღის სიცხე მადას დაუკარგავს. მან დამატებითი ვენტილატორები დააყენა, თუნუქის სახურავს წყლით აგრილებს და სასმელ წყალში ლიმონმჟავას ამატებს. ექვსი ზაფხულის წინ უსუბამ სიცხის გამო სამ დღეში 500-ზე მეტი ქათამი დაკარგა. ყველა დამცავი ღონისძიების მიუხედავად, ახლახან კიდევ 130 ქათამი დაეღუპა.
კლიმატის ცვლილებას კოლოსალური ეკონომიკური ზარალიც მოაქვს. Lancet Countdown-ის თანახმად, მხოლოდ იაპონიის სოფლის მეურნეობის სექტორმა 2024 წელს სიცხის გამო დაახლოებით 926 მილიონი სამუშაო საათი დაკარგა. ყველა ინდუსტრიის მასშტაბით, ეკონომიკურმა ზარალმა 46 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც იაპონიის მშპ-ის დაახლოებით 1%-ია.
გასულ წელს იაპონიის ამინდის ასოციაციის მიერ გამოკითხული 20-დან 50 წლამდე ფერმერების დაახლოებით 60%-მა განაცხადა, რომ თავად გადაუტანია სიცხისგან გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემა ან იცნობს ადამიანს, რომელსაც ეს დაემართა. ფერმერთა თითქმის 60%-მა სამუშაო საათები დილის უფრო ადრეულ ან საღამოს უფრო გვიან პერიოდზე გადაიტანა.
პრობლემასთან გამკლავებას სახელმწიფოც ცდილობს. 2025 წელს შემოღებული სამუშაო ადგილის ახალი რეგულაციები დამსაქმებლებს ავალდებულებს, განაცხადონ მზის დარტყმის შემთხვევების შესახებ და შეიმუშაონ საგანგებო გეგმები. ამავდროულად, დიდი იმედი მყარდება დრონებზე, რობოტებსა და სხვა ტექნოლოგიებზე, რომლებმაც მაღალი ტემპერატურის პირობებში ფიზიკური შრომა უნდა შეამცირონ. თუმცა, ბევრ ფერმაში სიცხესთან ადაპტაცია კვლავ ხელით შესასრულებელ საქმედ და ტემპერატურის მატებასთან ყოველდღიურ გამოწვევად რჩება.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები