სოფელ ტანძიაში კომპანია RMG გოლდის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბნენ და მოითხოვეს შეწყდეს ღია კარიერით ოქროს მოპოვება, ვინაიდან პროცესი გარემოს აბინძურებს და ისტორიულ ხეობას აზიანებს.

პროტესტის ნიშნად ტანძიაში ორმა პირმა უვადო შიმშილობა დაიწყო. ისინი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ, საქართველოს მოქალაქეებს შეუერთდნენ პროტესტს, რადგან ხეობა მთელი ქვეყნის ისტროიული მემკვიდრეობაა და ბოლნისი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას.

2014 წლის 13 დეკემბერს კომპანია RMG Gold-მა საყდრის-ყაჩაღიანის უბანზე ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის მაღარო ააფეთქა და მადნის მოპოვება დაიწყო, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოყვა.