მორგან ფრიმენი: მედიამ ჩემი ცხოვრების 80 წელი თვალის დახამხამებაში გადახაზა
ფოტო: Spellman / WireImage
მას შემდეგ, რაც ოსკარის მფლობელი ამერიკელი მსახიობი, მორგან ფრიმენი სექსუალურ შევიწროებაში 8 ქალმა დაადანაშაულა, მან საჯარო ბოდიში მოიხადა.
თუმცა დღეს მან ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მედია მას უსამართლოდ ექცევა და დასძენს, რომ იმ ადამიანების გვერდით არ უნდა განიხილონ, ვინც ქალებს ფიზიკურად დასხმიან თავს ან სამსახურის მიღების სანაცვლოდ, სექსს სთავაზობდა.
ფრიმენი ასევე ამბობს, რომ სექსუალური შევიწროება მისი განზრახვა არ ყოფილა და ქალებთან შესაძლო შეუფერებლად მოქცევას, ის უადგილო "იუმორისა" და "კომპლიმენტის" სახელით ამართლებს.
ფრიმენის წერილი სრულად:
განადგურებული ვარ, ჩემი ცხოვრების 80 წელს, თვალის დახამხამებაში, ძირი გამოაცალა მედიამ, ბოლოს გავრცელებული ამბებით.
თავდასხმისა და შევიწროების ყველა მსხვერპლს უნდა მოვუსმინოთ. ჩვენ გვჭირდება მათი მოსმენა. მაგრამ, არასწორია, სექსუალური თავდასხმების საშინელი ინციდენტების გათანაბრება უადგილო კომპლიმენტთან და იუმორთან.
მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც სურს, რომ მის გარშემო მყოფ ქალებსა და კაცებს თავი კარგად აგრძნობინოს. აქედან გამომდინარე, ხშირად ვცდილობდი მეხუმრა და კომპლიმენტი მეთქვა ქალებისთვის, რაც, ჩემი აზრით, სასიამოვნო უნდა ყოფილიყო.
აშკარაა, რომ ყოველთვის სწორად არ ვაკეთებდი ამას და სწორედ ამიტომ მოვუხადე ბოდიში ყველას, ვისაც ჩემდა უნებურად ვაწყენინე.
მაგრამ, ასევე, მინდა რომ ეს აშკარა იყოს: მე არ შემიქმნია საფრთხისშემცველი სამუშაო გარემო. მე არ დავსხმივარ ქალებს თავს. მე არ შემითავაზებია ვინმესთვის სამსახური სექსის სანაცვლოდ. ნებისმიერი მსგავსი ინფორმაცია ტყუილია.
CNN-თან ინტერვიუში რვა ქალმა დაადანაშაულა მორგან ფრიმენი სექსუალურ შევიწროებასა და შეუფერებელ საქციელში.
ერთ-ერთი ქალი, რომელიც ანონიმურობას ინარჩუნებს, ამბობს რომ 2015 წელს ფრიმენთან ერთად ფილმ Going In Style-ზე მუშაობისას შევიწროების მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, ფრიმენი მისი სურვილის წინააღმდეგ ეხებოდა. "კაბა წამომიწია და მითხრა - შევამოწმებ გაცვია თუ არა საცვლები", - იხსენებს დაზარალებული.
CNN-ის სხვა წყაროების ინფორმაციით, ფრიმენის შეუფერებელი ქცევა მხოლოდ ამ ფილმის გადაღებებზე არ გამოჩენილა. 2012 წელს, Now You See Me-ს გადაღებებზე გავლენიანი მსახიობი ქალებს ხშირად ესაუბრებოდა მათ სხეულზე. ერთ-ერთი მსახიობი ქალი ამბობს, რომ ისინი ცდილობდნენ დეკოლტე არ ჩაეცვათ იმისთვის, რომ ფრიმენის კომენტარები აერიდებინათ.
"ყველა, ვინც მიცნობს ან ჩემთან უმუშავია, იცის, რომ არ ვარ ის ადამიანი, ვინც შეგნებულად შეურაცხყოფს ან შეგნებულად აგრძნობინებს თავს ვინმეს ცუდად. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც არასასიამოვნოდ ან უპატივცემულოდ იგრძნო თავი - ეს არასდროს ყოფილა ჩემი განზრახვა", - ასე უპასუხა მსახიობმა პირველად ბრალდებებს.
ამავე თემაზე:
-
მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცეს
გადახედვა
-
ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს ვან გოგისა და სეზანის ათწლეულების განმავლობაში უხილავი ტილოები აუქციონზე შესაძლოა, ჯამში $300 მილიონზე მეტად გაიყიდოს
გადახედვა
-
პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა პროკურატურამ პირს, რომელსაც TikTok-ითა და whatsapp-ით 8 და 11 წლის მოზარდებთან სექსუალური შინაარსის კომუნიკაცია ჰქონდა, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ აშშ-ის ჯარები ერაყს ტოვებენ
გადახედვა
-
როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა როგორი იყო ხელისგულის ზომის მანქანა, რომელმაც ნაწილაკების ფიზიკა სამუდამოდ შეცვალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში მიღება 1 ოქტომბერს სრულდება — დარეგისტრირდი და აღმოაჩინე განათლების ახალი შესაძლებლობები
-
ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს ბერა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ცილისმწამებლურ ბრალდებებთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოითხოვს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი რა ქონებას ფლობს "ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი
გადახედვა
-
მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა მარატ კამბოლოვმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტის პოსტი დაიკავა
გადახედვა
-
დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს დუბაი-თელ-ავივის რეისის პილოტი, რომელმაც, სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოგდება სცადა, დააკავეს
გადახედვა
-
Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს Bridgestone-ის საბურავების შეძენისას საწვავი საჩუქრად — თეგეტა მოტორსისა და გალფის შეთავაზება ბიზნესს
-
ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი? ჯანდაცვის დაფინანსება ₾830 მლნ-ით, განათლების კი ₾400 მლნ-ით იზრდება — რას მოიცავს 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი?
გადახედვა
-
5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი 5 ნიშანი, რომ კოალა ხარ და არ იცოდი
გადახედვა
-
ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა ელისაშვილი: ნორმალური ხელისუფლება ირანის ელჩს გააძევებდა, ბოდიშს მოახდევინებდა
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა ბაზისბანკის მხარდაჭერით საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი — თბილისური ბროწეულები გაიმართა
-
2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
გადახედვა
-
რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა რუსეთის მოქალაქეს, რომელმაც აივნიდან გადმოშარდა, 15-დღიანი პატიმრობა და საქართველოდან გაძევება მიესაჯა
გადახედვა
-
ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა ევროკავშირიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მესამე ადგილზეა
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას დიმიტრი პესკოვი: კატეგორიულად უარვყოფთ რუსეთში პოლიტიკური პატიმრების არსებობას
გადახედვა
-
2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით 2027 წლიდან 70 წელს ზემოთ პირებს პენსია 60 ლარით გაეზრდებათ, 70 წელს ქვემოთ მყოფებს — 20 ლარით
გადახედვა
-
პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს პრიმატების კომუნიკაციაში ადამიანის ენისთვის დამახასიათებელი ნიშნები აღმოაჩინეს
გადახედვა
კომენტარები