"პლანეტა თუ პლასტმასი?" - ნახეთ National Geographic-ის 15 შემზარავი ფოტო
National Geographic-მა საინფორმაციო კამპანია "პლანეტა თუ პლასტმასი?" წამოიწყო, რომელიც ჩვენი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას - გარემოს საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, კონკრეტულად კი დიდი რაოდენობის პლასტმასით დაბინძურებას ეხება.
კამპანიის მიზანია, რომ თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს, თუ რამდენად დიდი და რეალურია საფრთხე. ყოველდღიურად ჩვენი დაუფიქრებელი საქციელით საკუთარ, ნებისმიერი სახეობის ცხოველისა თუ ფრინველის სიცოცხლეს დიდ საფრთხეს ვუქმნით.
ჟურნალის ახალი ყდა, რომელმაც მთელს მსოფლიოში დიდი მოწონება დაიმსახურა საკმაოდ შემაშფოთებელი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა და გვაფრთხილებს, რომ რეალობა ძალიან მძიმეა.
"ყოველწლიურად ბუნებასა და ოკეანეებს 9 მილიონი ტონა პლასტმასით ვაბინძურებთ და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია", - წერს National Geographic.
ჟურნალის ახალ ნომერში ასევე ვკითხულობთ, რომ ბოლო შვიდი ათწლეულის განმავლობაში კაცობრიობამ 8,3 მილიარდი ტონა პლასტმასის მასალა შექმნა. 2015 წლისთვის კი კაცობრიობამ 6,3 მილიარდი ტონა პლასტმასი გამოიყენა. მათგან ხელმეორე გამოყენებისთვის მხოლოდ 9% გადაამუშავეს, 12% კი დაწვეს. დარჩენილი ნაგავი ხმელეთისა და ოკეანის ზედაპირზე რჩება.
პლანეტის მოსახლოება დედამიწის ზედაპირზე ყოველწლიურად დაახლოებით 300 ტონა პლასტმასის ნარჩენს ყრის, რომელიც ხელუხლებელი რჩება. ამის გამო ოკეანეში თევზები და სხვა წყლის ცხოველები იხოცება.
ნახეთ 15 შემზარავ ფოტო, რომელიც ჩვენი პლანეტის ყველაზე დაბინძურებულ ადგილებს ასახავს და რომელიც დაგარწმუნებთ, რომ დედამიწაზე სიცოცხლე ნამდვილად საფრთხეშია.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ დიდი რაოდენობის პლასტმასით ბუნებას ვაბინძურებთ
ამ ყველაფრის ყურება კი, რა თქმა უნდა, დანაშაულის განცდას გვიმძაფრებს
მაგრამ რას ვიზამთ, თუ აღმოჩნდება, რომ ჩვენ უკვე ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე ვდგავართ?
ეს შემზარავი ფოტოები ნამდვილად ასახავს იმას, რომ ოკეანეში ტონობით ნაგავს დაუფიქრებლად ვყრით
და თუ რამეს არ მოვიმოქმედებთ, შედეგები კიდევ უფრო კატასტროფული იქნება
ერთი რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ სურვილის შემთხვევაში, ნებისმიერი პატარა ცვლილება თუ სიტუაციის გამოსწორებისკენ გადადგმული ნაბიჯი, საერთო სურათს საგრძნობლად შეცვლის და ეკოლოგიურ კატასტროფას თავიდან აგვარიდებს.
კომენტარები