პაშა ბანკმა გარემოსდაცვითი პროექტების ფარგლებში სააღდგომოდ ხეები დარგო
ფოტო: პაშა ბანკი
პაშა ბანკმა წელსაც გააგრძელა გარემოსდაცვითი პროექტების ხაზი და სააღდგომოდ, უკვე ტრადიციულად, თავისი კლიენტების და პარტნიორების სახელზე საქველმოქმედო სახის "მწვანე" აქტივობა განახორციელა. ბანკის ინიციატივით არასამთავრობო ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯის" ეზოში დაირგო კავკასიური სოჭის ოცდაათი ხე, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელ გარემოს.
დარგვითი სამუშაოები კომპანია Fair Trees Georgia-მ შეასრულა, რომელიც შემდეგი სამი თვის განმავლობაში მოუვლის დარგულ ხეებს. აღსანიშნავია, რომ დარგული ხეების სიმაღლე საშუალოდ 0.8-1 მეტრია, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მათ დარგვა-გახარებას. ამასთანავე, კავკასიური სოჭი გამოირჩევა ჟანგბადის გამომუშავების მაღალი დონით, ის საუკეთესოა პარკებში და სარეკრეაციო ზონებში დასარგავად.
"ჩვენი ორგანიზაცია 20 წელია ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე, რათა უზრუნველყოს ბავშვებისა და მათი ოჯახების ღირსეული ცხოვრება. „პირველი ნაბიჯი“, ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვიურად 500-მდე ბავშვი იღებს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომსახურებას, თუმცა მომსახურების გარდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბავშვებისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა, რაშიც პაშა ბანკი დაგვეხმარა; დიდი მადლობა მათ ამ შესაძლებლობისთვის. პირველი ნაბიჯი ამაყია, რომ ყავს მეგობრები, რომელთა დახმარებით ჩვენ ვზრუნავთ ბავშვების კეთილდღეობასა და უკეთესი მომავლის შექმნაზე. ეს ინიციატივა მისაბაძია და ვისურვებთ, რომ მეტი ორგანიზაცია ჩაერთოს მსგავს ინიციატივებში და შეიტანონ საკუთარი წვლილი ბავშვებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნაში" - თამარ ზაალიშვილი, "პირველი ნაბიჯის" დირექტორი.
პაშა ბანკი 2018 წლის განმავლობაში აქტიურად განაგრძობს გარემოსდაცვითი პროექტების დაგეგმვა-შესრულებას.
პაშა ბანკის მიერ 2016-2017 წლებში შესრულებული გარემოსდაცვითი ხაზის პროექტები:
- 2017 წლის დადგომის მისალოცად კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა 2,017 ძირი ხე დარგო ბორჯომის მახლობლად დამწვარი ტყის აღსადგენად; აღნიშნული აქტივობა პაშა ბანკმა 2018 წლის დადგომის მისალოცადაც გაიმეორა და ამჯერად 2,018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა;
- პროექტ "აღადგინეს" მხარდასაჭერად პაშა ბანკმა 500 ძირი ხე დარგო ასევე ბორჯომის ტყის აღსადგენად;
- პაშა ბანკმა "აღადგინესთან" და კომპანია "კრიალასთან" ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობს ორგანიზაციებიდან მაკულატურის შეგროვებას გადასამუშავებლად: ყოველი შეგროვილი კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ 13 თეთრი ირიცხება "აღადგინეს" ანგარიშზე. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კამპანიაში უკვე ჩაერთო 110 კომპანია და შეგროვდა 19.5 ტონა მაკულატურა;
- 2017 წლის აღდგომის მისალოცად კლიენტების და პარტნიორების სახელზე პაშა ბანკმა აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 1,000 ძირი ქართული და იმერული მუხა დარგო. ეს უკანასკნელი შესულია წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი;
- სოფელ კონდოლში პაშა ბანკის მხარდაჭერით როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ეკო-პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც მოხდა სკოლის ეზოში სკვერის გაშენება, ხეების დარგვა და ეკო-კლუბის ჩამოყალიბება;
- 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით Georgia Today-თან ერთად პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას ქართული სოჭის ნერგები საჩუქრად გადასცა.
-
სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის სუს-ის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას პარლამენტი კენჭს ოთხშაბათს უყრის
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა" გია ხუხაშვილი: "როცა სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილს რუსეთთან აკავშირებს — ეს ცინიზმია, რადგან პარტნიორობა "რუსეთის კაცს" თვითონ შესთავაზა"
გადახედვა
-
მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება მერე’ს და სითი მოლის ერთობლივი შეთავაზება
-
მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროსად ლუკა ეხვაია დაინიშნა
გადახედვა
-
რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში რისგან შედგება სამყარო ყველაზე ღრმა დონეზე? — მატერიის საბოლოო ნაწილაკების ძიებაში
გადახედვა
-
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა სმარტფოს ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
-
ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან ვენეციის კინოფესტივალის პრიზიორ რეჟისორებს ისრაელში მოქალაქეობის შეწყვეტით ემუქრებიან
გადახედვა
-
სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე? სპილოებმა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტესტი წარმატებით ჩააბარეს — რა გვეუბნება ეს მათზე?
გადახედვა
-
WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება WSJ: თბილისში Trump Tower აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილის ფონდთან დაკავშირებულ მიწაზე აშენდება
გადახედვა
-
iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის iPhone-ისთვის Apple საკუთარ სათამაშო კონტროლერებს ქმნის
გადახედვა
-
კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება კრის როკმა განაცხადა, რომ ოსკარებზე მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაბრუნდება
გადახედვა
-
მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება მზის სისტემის შორეულ ასტეროიდს რგოლების სისტემა აქვს, რომელიც ჩვენს თვალწინ იცვლება
გადახედვა
-
ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა" ირაკლი კობახიძის განმარტებით, შვილებს კერძო სკოლაში იმიტომ ატარებს, რომ სკოლა "სახლთან ახლოსაა"
გადახედვა
-
უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა უკრაინული დრონებით სოჭზე თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა? 13 500 დამსაქმებელს ₾43 მლნ-მდე დაგროვებითი პენსიის ჯარიმები ჩამოეწერება — როგორია პირობა?
გადახედვა
-
როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები როგორები იქნებოდნენ დისნეის პრინცესები დღეს? — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
-
ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი ჰარი პოტერს თუ მხარს უჭერ, მხარს უჭერ ტრანსგენდერების გენოციდს — ლილი ვაჩოვსკი
გადახედვა
-
მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება მდინარე არაგვზე მდებარე ხიდებზე სარეკონსტრუქციო-საკვლევი სამუშაოების გამო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს RS-ს — მამუკა ბარათაშვილი, საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს
გადახედვა
-
შპს თბილისი მოლის განცხადება შპს თბილისი მოლის განცხადება
კომენტარები